logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში გადაუდებელი დახმარების ქსელი იქმნება

აშშ-ს ემორის უნივერსიტეტი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ერთობლივ პროექტს განახორციელებენ, რომელიც საქართველოში კრიტიკული მედიცინის განვითარებას შეუწყობს ხელს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ნიკა ყიფშიძის თქმით, პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების გრანტით ხორციელდება, გრძელვადიანია. ქართველი სპეციალისტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლებები რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე განხორციელდება. ქართველ ექიმებს კრიტიკული მედიცინის განვითარებაზე ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ.
პროექტის პრეზენტაციას გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მენაბდე და ამერიკის ემორის უნივერსიტეტის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
პირველი გადაუდებელი დახმარების ცენტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩამოყალიბდება. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ პროექტისთვის ნახევარი მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც დაწესებულებაში გადაუდებელი დახმარების განყოფილების შექმნას მოხმარდება. ასევე დაგეგმილია გადაუდებელი სამდიცინო დახმარების ქსელის შექმნა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში.
ამ მიზნით, პროექტით გათვალისწინებულია 70 ქართველი ექიმის და 40-მდე ექთნის გადამზადება. მათ ტრენინგებს ემორის უნივერსიტეტის სპეციალისტები ჩაუტარებენ. პროექტის ფარგლებში ამერიკიდან საქართველოში სხვადასხვა დროს რამდენიმე ათეული სპეციალისტი ჩამოვა. ამჟამად თბილისში 5 ექიმი და 2 ექთანი იმყოფება, რომლებიც ტრენინგს რესპუბლიკური საავადმყოფოს და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ექიმებს უტარებენ. პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის მაღალი დონის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

http://www.24saati.ge

2007.01.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006