logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფსიქიატრიულ საავადმყოფოს დღეს აუქციონზე გაიტანენ

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ფსიქიატრიული საავადმყოფო აუქციონზე გააქვს. როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იტყობინებიან, დღეს დაგეგმილ აუქციონზე ასათიანის №10-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 32935 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაიყიდება. ობიექტის საწყისი ფასი 2 400 000 ლარს შედგენს. ცნობისთვის, ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესყიდვის მსურველთა განაცხადების მიღება 10 თებერვალს დაიწყო და დღეს 13:00 საათამდე გაგრძელდება, 17:00 საათზე კი აუქციონი გაიმართება. აუქციონის პირობების თანახმად, ახალმა მფლობელმა აუქციონის ჩატარებიდან 18 თვის განმავლობაში საპრივატიზებო ობიექტში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებების - სს "მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის" და სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" უსასყიდლო სარგებლობის უფლება უნდა უზრუნველყოს. ამასთან, ახალმა მფლობელმა ამავე ვადებში თბილისში, იპოლიტ-ივანოვის №43-ში მდებარე შპს "თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" ბაზაზე - 120 ფსიქიატრიული საწოლი, ქავთარაძის №21ა-ში მდებარე "მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის" საკუთრებაში არსებული ქონების ბაზაზე - 100 ფსიქიატრიული საწოლი, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე კი 100 საწოლიანი ფსიქიატრიული თავშესაფრი უნდა შექმნას. აუქციონში გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ყველაზე მეტ თანხას გადაიხდის. ამასთან, მყიდველს საპრივატიზებო თანხის 50%-ის დაფარვა - აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, დარჩენილი 50%-ის კი 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოუწევს.

http://pirweli.com.ge

2010.03.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006