logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ ინსტიტუტს (NICE) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და NICE –ის თავმჯდომარემ სერ მაიქლ როულინსმა მოაწერეს.

“მემორანდუმი დიდი ბრიტანეთის კლინიკური კვლევების ინსტიტუტთან გავაფორმეთ, რომელიც სამკურნალო პროფესიული კუთხით გაიდლაინებსა და პროტოკოლებს ამზადებს. ეს ორგანიზაცია ინგლისის სამედიცინო ბაზარზე მუშაობს და სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი კონტრაქტორია.
ჩვენი მიზანი მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობაა, რათა დაგვეხმარონ თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაიდლაინების დამკვიდრებაში. იმედი მაქვს, ყოველივე ეს ხელს შეგვიწყობს, გვქონდეს მაღალი დონის სამედიცინო სისტემა.”- აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

მემორანდუმი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული, “ჯანდაცვის სექტორის განვითარების” პროექტისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დახმარების” პროექტის ფარგლებში გაფორმდა. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ სხვადასხვა პროცესებს. “ჩვენ საქართველოს ჯანდაცვის სფეროში დიდ და მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ძირეული რეფორმების გატარებისკენ არის მიმართული. იმისათვის, რომ გამოსწორდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხი, საჭიროა შეიქმნას მაღალი დონის კლინიკური გაიდლაინები. ყოველივე ეს კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას.”- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ასად ალამმა.

“ მოხარულები, ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით და საშუალება გვაქვს მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის სექტორის განვითარებისაკენ მიმართული რეფორმების გატარებაში. ეს ჩვენთვის დიდი პატივია.”- აღნიშნა NICE-ის თავმჯდომარემ სერ მაიქლ როულინსმა.

NICE, მთავრობის მიერ დაფინანსებულ, მონაცემებზე დაფუძნებული კლინიკური გაიდლაინების განვითარების მსოფლიოში ყველაზე დიდ პროგრამას ახორციელებს. ნაციონალური ხარისხის სტანადრტების დამყარებასთან ერთად, NICE-ის კლინიკური სახელმძღვანელოები უკვე გამოიყენება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაში. ზოგადი პრაქტიკოსი ექიმებისთვის შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანაზღაურების ინფორმირებასა და მეორადი ჯანდაცვის მომსახურების ტარიფების დაწესებაში, მძიმე დაავადებების დარგში NICE ახალი სახელმძღვანელოების გამოშვებას გეგმავს.

http://www.moh.gov.ge

2010.03.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006