logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    C ჰეპატიტით დაავადებულთა დასახმარებლად

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სხვადასხვა დაავადებათა შორის მსოფლიოში 170 მილიონი ადამიანი C ჰეპატიტის ვირუსით არის დაავადებული, რაც დედამიწაზე მცხოვრებთა 3 პროცენტს შეადგენს. C ჰეპატიტის მკურნალობა, გამოკვლევების ჩატარება საქართველოში მოსახლეობისთვის საკმაოდ ძვირია.

"სტრატეგიული შეხვედრა" C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით სასტუმრო "პრესტიჟში", არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაბიჯი მომავლისკენ" ინიციატივით, პრესკონფერენცია გაიმართა.

ამ შეხვედრამ თავი მოუყარა ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს და პაციენტთა საადვოკატო ჯგუფის წარმომადგენლებს. იგი მიზნად ისახავდა დისკუსიის წარმართვას მკურნალობისა და ტესტირების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ძირითადი ბარიერების გადასალახავად. შეხვედრის მონაწილეები მოუწოდებდნენ შეიქმნას C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ და რომ სახელმწიფომ აწარმოოს მოლაპარაკებები მკურნალობის ფასის დასაწევად.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ: ქეთი ხუციშვილი - ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ფატი გაბუნია - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების გამგე, როქსანა ბონელი - ღია საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის უფროსი მრჩეველი და რამინტა შტუიკიტე, ამავე საზოგადოების პროგრამის კონსულტანტი.

იმის მიუხედავად, რომ C ჰეპატიტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, პაციენტების უმრავლესობას, მედიკამენტების მაღალი ფასების გამო, მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდება. C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში 10.000 ევრო ჯდება და 48-კვირიან კურსს მოიცავს. მკურნალობის მაღალი ფასის გამო ვერც სადაზღვევო კომპანიები და ვერც სახელმწიფო ვერ ახერხებს C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯების დაფარვა-ანაზღაურებას, რის გამოც პაციენტები არჩევანის წინაშე დგანან - იცოცხლონ თუ გაღარიბდნენ, - ითქვა პრესკონფერენციაზე.

საქართველოში, სავარაუდოდ, 200 000 ადამიანია C ჰეპატიტით დაავადებული, მკურნალობის ჩატარება უსახსრობის გამო კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. ამიტომ ამ შეხვედრის ორგანიზატორები მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ მკურნალობის ხარჯები დაფარონ და მკურნალობის ფასის დასაწევად მოლაპარაკებები დაიწყონ.

ხატია მუსერიძე

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2010.03.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006