logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას

საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. თუ გასული საუკუნის 80–იან წლებში საქართველოში წელიწადში ასი ათასამდე ბავშვი იბადებოდა, 2000–იან წლებში მათი რიცხვი თითქმის განახევრდა.

პროფესორი ანზორ თოთაძე მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ძირითადად მიგრაცია და ეკონომიკური სიდუხჭირეა.

„ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ბევრი კი საზღვარგარეთ არის გადახვეწილი და ოჯახს იქიდან არჩენს. საქართველოში ძალიან გაიზარდა სიკვდილიანობა და კრიზისულ ზღვრამდე შემცირდა შობადობა“, – ამბობს პროფესორი ანზორ თოთაძე.

მისი თქმით, ეკონომიკურმა კრიზისმა თვით ყველაზე განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის გამრავლებაზეც იქონია გავლენა და შობადობა აშშ–შიც კი შემცირდა, რადგან ბავშვები ამერიკელების საოჯახო ბიუჯეტის ყველაზე ხარჯვით ნაწილს წარმოადგენენ.

„ეკონომიკური ფაქტორი რომ გადამწყვეტია, ამაზე კარგად მეტყველებს საჩხერის რაიონის მაგალითიც: იქ ბუნებრივი მატება გაცილებით მაღალია, ვიდრე მეზობელ რაიონებში. ამას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც ყველანაირად უწყობს ხელს თავისი რაიონის მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში, ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს, რის გამოც საჩხერეში ყოველწლიურად იზრდება შობადობა. იქვე, მეზობლად მდებარე ჭიათურაში კი სიკვდილიანობა მატულობს და მოსახლეობა თანდათან მცირდება. იგივე მდგომარეობაა იმერეთის სხვა რაიონებში. საქართველოდან მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაშია წასული და შეიძლება ითქვას, ეს ხალხი დაკარგული გვყავს. საგანგაშო ტენდენციად მიმაჩნია ისიც, რომ ძალიან შემცირდა გოგონების რაოდენობა: თუ 1985–95 წლებში საქართველოში დაახლოებით 456 ათასი გოგონა დაიბადა, 1995–2004 წლებში მათი რიცხვი 238 ათასამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მომავალი დედების რიცხვი განახევრდა“, – ამბობს თოთაძე.

ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი არჩილ ხომასურიძეც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოგრაფიული ზამთარი კარგა ხანია დგას. „დემოგრაფიული თვალსაზრისით საქართველოში უმძიმესი სიტუაციაა. ასე თუ გაგრძელდა, ჩვენი ერისა და ქვეყნის მომავალს საშიშროება ელის. ქართველების რაოდენობა თანდათან მცირდება“, – ამბობს ხომასურიძე.
ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას თქმით, საქართველოში ძალიან მაღალია შვილისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა და ეს ყველაფერი იმდენადაა დაკავშირებული ეკონომიკურ მხარესთან, რომ არსებობს არცთუ უსაფუძვლო შიში, რომ შვილებს ვერ მოუვლიან.

http://www.commersant.ge

2010.02.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006