logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დაიწყო რძის პროდუქტების შემოწმება

ქართულ ბაზარზე მოქმედი რძის პროდუქტების კომპანიების ნაწილი კანონის მოთხოვნებს სრულყოფილად არ ასრულებს. 2010 წლის 1 იანვრიდან „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც რძის პროდუქტების მწარმოებელი ყველა კომპანიისათვის სავალდებულოა პროდუქტებზე მიუთითოს, იგი ნატურალური რძისგანაა დამზადებული თუ რძის ფხვნილისაგან. თუმცა, კომპანია „ეკოფუდში“ აღიარებენ, რომ სავალდებულო წარწერა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, პროდუქტი ნატურალური რძისგანაა დამზადებული თუ რძის ფხვნილისაგან, ყველა პროდუქტზე ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ეტიკეტების ხელმეორედ ბეჭდვისა და ზედმეტი ხარჯის თავიდან ასაცილებლად, მთავრობისაგან უკვე დამზადებული ტარის გახარჯვის უფლება მიიღეს. მათივე მტკიცებით, თებერვლის ბოლოდან „ეკოფუდის“ ყველა პროდუქტზე სავალდებულო წარწერა მითითებული იქნება.

სურსათის უვნებლობის სამსახურში კი „ეკოფუდის“ განცხადებას კატეგორიულად უარყოფენ. სამსახურის უფროსის მაია მეტრეველის განცხადებით, ყველა კომპანია, რომლის პროდუქტებსაც დღეს სავალდებულო წარწერა არა აქვს, კანონს უხეშად არღვევს. მისი თქმით, მეწარმეებს ჰქონდათ მცდელობა სავალდებულო წარწერის გადავადებისათვის მიეღწიათ, თუმცა ამაზე თანხმობა ვერ მიიღეს. ამიტომ, რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები უკვე 1 იანვრიდან არიან ვალდებულები, პროდუქტებზე მიუთითონ, იგი ნატურალური რძისგანაა დამზადებული თუ რძის ფხვნილისაგან. მაია მეტრეველის განცხადებით, სურსათის უვნებლობის სამსახურმა მსგავსი კანონდარღვევების აღმოსაჩენად 15 თებერვლიდან მაღაზიებში ინსპექტირება დაიწყო. სამსახური შერჩევით შეამოწმებს რძის ნაწარმის შემცველობას და თუ ეტიკეტზე მითითებული წარწერა შიგთავსს არ დაემთხვევა, საქმეს ფინანსურ პოლიციას გადასცემს.

სავალდებულო წარწერა რძის პროდუქტებზე ამ დრომდე არ გაუკეთებია კომპანია „ნამდვილსაც“. კომპანიის დირექტორის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ სხვადასხვა უწყებებისადმი მიმართვის მიუხედავად დღემდე ვერ მიიღო ამომწურავი პასუხი როგორ და რა სახით უნდა შესრულდეს სავალდებულო წარწერა. მისივე თქმით, „ნამდვილი“ ძირითადად საკუთარი ფერმის ნატურალურ რძეს ამუშავებს, თუმცა ზამთარში რძის ფხვნილსაც იყენებენ. „ეკო ფუდისგან“ და „ნამდვილისგან“ განსხვავებით, რძის პროდუქტებზე სავალდებულო წარწერები უკვე აქვთ „ნიკორას“, „სისტას“, „ვიმ ბილ დანს“ და „დანონს“.

http://www.commersant.ge

2010.02.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006