logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მედიკოსთა პროფესიული ასოციაციების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსა და ჯანდაცვის ადმინისტრირების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილია რამდენიმე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლებიც შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისგან შედგება. 11 თებერვალს მედიკოსთა პროფესიული ასოციაციების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსა და ჯანდაცვის ადმინისტრირების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ თოიძის თქმით, ეს არის გუნდი, რომელიც პარლამენტსა და მთავრობას მათ მიერ დასახული ამოცანების გადაწყვეტაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. მისივე განმარტებით, კომიტეტი პრიორიტეტულ საკითხებზე გაითვალისწინებს პროფესიონალი მედიკოსების მოსაზრებებს. ასევე კანონშემოქმედებისას ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელ კანონპროექტებში ჩაიდება ის მუხლები, რომლებიც მედიკოსთა მოსაზრებით უკეთ დაარეგულირებენ აღნიშნულ სფეროს.

ოთარ თოიძემ იმ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობის ეფექტურობასა და შდეგებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც კომიტეტთან დიდი ხანია არსებობს. მისი თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ შეძლო ძირფესვიანად შეეცვალა კანონმდებლობა ფსიქიატრიაში, გარდა ამისა, ამ საბჭომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ დევნილ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ფსიქოსოციალური დახმარება გაუწია.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა სამეცნიერო-სკონსულტაციო საბჭოების დამსახურებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონცეფციის შემუშავების პროცესში, ასევე კიბოს პრევენციული პროგრამების განხორციელებაში. სხდომაზე მედიკოსთა პროფესიული ასოციაციების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის ადმინისტრირების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეებმა იმ ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს, რომელიც აღნიშნული საბჭოების დებულებებშია წარმოდგენილი და საბჭოს წევრებს საქმიანობის ფორმები და მუშაობის წესები გააცნეს.

http://www.parliament.ge

2010.02.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006