logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ევროპა საქართველოს მოსახლეობის მავნე ჩინური პროდუქციისგან დაცვას ცდილობს

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძეს თქმით, მსოფლიოში ზოგიერთი ჩინური საქონლის ხარისხისა და უსაფრთხოების მიმართ ობიექტურად უარყოფითი დამოკიდებულებაა, რასაც ადასტურებს ბოლო წლების სტატისტიკა და არაერთი სკანდალი ჩინურ საქონელთან, მათ შორის ბავშვთა სათამაშოებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ძირითად მიზეზად სახელდება ამ პროდუქციაში ჯანმრთელობისთვის საზიანო (მათ შორის აკრძალული) საღებავებისა და მასალების გამოყენება. საქართველოში სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ადგილობრივი და იმპორტული წარმოების, მათ შორის ჩინური საყოფაცხოვრებო დანიშნულების ფართო ასორტიმენტის საქონლის (ბავშვთა სათამაშოები, სამშენებლო მასალები, ავეჯი, საოჯახო დანიშნულების ელექტროხელსაწყოები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია–კოსმეტიკა, პირადი ჰიგიენის ნაწარმია) ხარისხისა და უვნებლობა–უსაფრთხოების კონტროლი, ზედამხედველობა ან მონიტორინგი პრაქტიკულად არ ხორციელდება, რადგან ასეთი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოები (სახემწიფო სანიტარიული ინსპექცია, საქსტანდარტი) უკვე ხუთი წელია გაუქმებულია და დღეის მდგომარეობით ასეთი უფლებამოსილების ორგანოები რეალურად არ არსებობს.

ასევე არ ხორციელდება სამომხმარებლო ბაზარზე ასეთი საქონლის ლაბორატორიული ტესტირებაც ხარისხისა და უვნებლობა–უსაფრთხოების პარამეტრებზე. ამ საქონლის ლაბორატორიული ტესტირება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხარისხისა და უვნებლობა–უსაფრთხოების მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ნაწილის ტესტირებას საქართველოში არსებული აკრედიტირებული ლაბორატორიები ვერ ახორციელებენ სხვადასხვა მიზეზის (მათ შორის არაკომერციულობის) გამო. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად იმის განცხადება, რომ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ჩინური წარმოების საქონელი და მათ შორის ბავშვთა სათამაშოები უხარისხო ან მავნებელია ჯანმრთელობისათვის, არადამაჯერებელია, რადგან ამის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა ზემოაღნიშნული მიზეზების გამო არ მოგვეპოვება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სურსათთან და ცხოველთა საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ სწრაფი განგაშის (RASFF) სისტემით, რომელშიც ჩვენ 2008 წლის 3 დეკემბრის საქართველოს მთავრობის განკარგულებით ვართ ინტეგრირებული, ასევე RAPEX სისტემით პერიოდულად შემოდის ოფიციალური სხვადასხვა ტიპის, მათ შორის საგანგებო შეტყობინებები (ნოტიფიკაციები) ამა თუ იმ ჩინური წარმოების საქონლის ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის პირდაპირი ან არაპირდაპირი საფრთხისა და მისი შემცირების ან აღმოფხვრისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. მაგალითად, ჩინური წარმოების დათვის ფორმის ლამბაქი ბავშვთა კვებისათვის, სამზარეულო დანიშნულების პლასტმასის საგნების ნაკრები (ჩანგალი, ჩამჩა, მაშა), თუმცა მომხმარებელთა ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია ასეთი შეტყობინებები და მითუმეტეს მათ საფუძველზე სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოების მიერ პრაქტიკულად განხორციელებული რაიმე სავალდებულო ქმედებების ან იგნორირების შესახებ სათანადო ინფორმაციები.

საქართველოს მომხმარებელთა ორგანიზაცია შეიქმნა 2007 წელს და განვლილი საკმაოდ მოკრძალებული დროის განმავლობაში არაერთი მომხმარებლისთვის საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებები და ქმედებები განახორციელა.

საქართველოს მომხმარებელთა ორგანიზაციაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 997-857. შემოსულ ზარებზე უფასოდ ხდება კომპეტენციები და შესაძლებლობის ფარგლებში მომხმარებელთა დახმარება.

http://www.commersant.ge

2010.02.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006