logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „ბლოკ ჯორჯიას“ საკითხი ამ დღეებში საბოლოოდ გაირკვევა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კოკა ფრუიძეს მიაჩნია, რომ „100 ახალი საავადმყოფოს“ პროექტი იყო სწორი, ეს პროექტი აბსოლუტურად ნორმალურად და სწორად იყო დაგეგმილი. უბრალოდ აქ მოხდა ბევრი ისეთი ნეგატიური ფაქტი და ყველაზე მთავარი, რაღა თქმა უნდა, იყო პოლიტიკური არასტაბილურობა, ომი და ეკონომიკური კრიზისი. ამის მიუხედავად, 13 განხორციელებული ლოტიდან დღეს 6 ლოტი პრაქტიკულად დასრულებულია.
ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფო მწყობრში შევიდა. მასთან ერთად ჰემატოლოგიის ინსტიტუტი. ასევე მოხდა რკინიგზის საავადმყოფოს რეაბილიტაცია. ასევე ორთაჭალაში „ემვედეს“ ჰოსპიტალის რეაბილიტაცია და საპატრიარქოსთვის გადაცემა. თუმცა აქ ამ პროექტს ფინანსური კუთხით რაღაც ხარვეზები ჰქონდა, რის გამოც რაღაც მომენტში პროექტი შეჩერდა. დღევანდელი დღისთვის პროექტის განმახორციელებლებმა ფინანსები მოიძიეს და ეს საავადმყოფო დასრულებისთანავე საპატრიარქოს გადაეცემა. ამის შემდეგ იქ იქნება საპატრიოარქოს პოლიპროფილური საავადმყოფო, 80 საწოლიანი, იქნება თავშესაფარი და მოწყალების დის სკოლა, რომლის პროექტი უკვე დამტკიცებულია და მიმდინარეობს. ასევე აბსოლუტურად გეგმით მიმდინარეობს პროექტი, რომელსაც კომპანია „ნიუ სტაილი“ ახორციელებს.
ეს კომპანია ორთაჭალაში თვალისა და ნევროლოგიის კლინიკის რეაბილიტაციას აწარმოებს. პრაქტიკულად ნახევარი სამუშაოები უკვე დამთავრებულია და 2010 წლის ბოლოსთვის ეს კლინიკა სრულად შევა მწყობრში. ეს არის ის შემთხვევა, როცა პროექტი პრაქტიკულად გრაფიკის სრული დაცვით მიმდინარეობს.
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ დიდი პრობლემები აქვთ რაიონებში და ეს გამოიწვია სამმა ლოტმა – „აიჰოპმა“, „ბლოკ ჯორჯიამ“ და „ევორდ კაპიტალმა“, რომელთაც უმეტესად რაიონები ჰქონდათ გადანაწილებული. დღევანდელ დღეს „ევორდ კაპიტალის“ ლოტი გაუქმებულია. „ბლოკ ჯორჯიას“ საკითხი ამ დღეებში უკვე საბოლოოდ გაირკვევა. რაც შეეხება „აიჰოფის“ პროექტს, ისრაელის სახელმწიფოდან მიღებულია ოფიციალური გამოხმაურება ამ პროექტის გაგრძელების შესახებ. ამ კომპანიამ თავის დროზე წარმოადგინა ყველა საჭირო გარანტია, რაც იყო პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი. მაგრამ შემდეგ დაიწყო ომი, რასაც დაემატა ეკონომიკური კრიზისი და ისრაელის კომპანიას დაფინანსების პრობლემები შეექმნა. შემდგომ მათ მხარში ამოუდგა ისრაელის მთავრობა, თუმცა, სანამ საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაცია სრულად არ იქნა მიღწეული, ისრაელის მთავრობა მაინცადამაინც არ აქტიურობდა.
ახლა სიტუაცია შეიცვალა. ისრაელის მთავრობასთან ერთად პროექტში საფრანგეთის ბანკია ჩართული, ასევე „იუსაიდიც“. მათ ერთობლივად მიაღწიეს ამ პროექტის მხარდაჭერის შეთანხმებას. დაახლოებით, 30–32 საავადმყოფო საქართველოში იქნება ამ პროექტით აშენებული. თბილისში ამ კომპანიას ასაშენებელი აქვს 200 საწოლიანი საავადმყოფო, რომელიც ასევე ვადაში იქნება გაწერილი.
აღსანიშნავია, რომ ამბროლაურში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში საავადმყოფოებს სახელმწიფო აშენებს. ამბროლაურში უკვე დაწყებულია მშენებლობა, იქ ახალი საავადმყოფო უკვე შენდება. ასევე ახალქალაქში, ახალციხესა და ნინოწმინდაში საავადმყოფოები სახელმწიფოს მიერ გარემონტდება. მათი შემდგომი ბედი კი მთავრობის მიერ გადაწყდება.

პროექტი „გამჭვირვალე ბიუჯეტი“ ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

http://www.commersant.ge

2010.02.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006