logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქრისტიან–დემოკრატები „იაფ დაზღვევაში“ მშობიარეთა ჩართვას მოითხოვენ

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მშობიარეთა დახმარებას სთხოვს. კერძოდ, მათი მოთხოვნაა, იაფი დაზღვევის პაკეტში მშობიარობის დაფინანსებაც იქნას გათვალისწინებული, თუმცა მთავრობა ამ ინიციატივის გათვალისწინებას არ აპირებს.

200–ლარიანი ვაუჩერის გაუქმების შემდეგ ხელისუფლება მშობიარეებისთვის სხვა შეღავათების დაწესებაზეც უარს ამბობს. ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასი დღეს 600 ლარიდან იწყება, საკეისრო კვეთა კი 1000 ლარს სცილდება.

ქრისტიან–დემოკრატების წარმომადგენლის მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარება რეგიონებშია. ამას ემატება ის, რომ დღეს არ არსებობს დედების ფინანსური დახმარების არცერთი სახელმწიფო პროგრამა და ახალგაზრდა ოჯახების სახელმწიფო მხარდაჭერის არანაირი მექანიზმი.

ქრისტიან–დემოკრატები ითხოვენ, მთავრობამ შეცვალოს იაფი დაზღვევის პროექტი და შეიმუშაოს დაზღვევის ახალი მოდელი, რომელშიც სახელმწიფო მშობიარობის დაფინანსების თანამონაწილე გახდება.

იაფი დაზღვევის პროგრამისთვის გასულ წელს მთავრობას 20 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი და პროგრამაში ნახევარი მილიონი ადამიანის ჩართვა იყო ნავარაუდევი, დღევანდელი მონაცემებით კი ამ პროგრამით მხოლოდ 120 ათასი ადამიანია დაზღვეული. მათ დასაფინანსებლად 5 მილიონი ლარია საჭირო. აღნიშნული საკითხის მოგვარებას ანიკაშვილი სწორედ დაზოგილი თანხით ითხოვს.

ამ საკითხზე მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მშობიარეთათვის შეღავათების დაწესება არც სამომავლოდ იგეგმება.

ამ საკითხზე მთავრობის პოზიცია რამდენიმე ხნის წინ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს უფროსმა ვახტანგ სურგულაძემ გაახმოვანა:

„200–ლარიანი ვაუჩერი გაუქმდა, რაც, ჩემი აზრით, გამართლებულია, რადგან სამშობიარო დაწესებულებებმა მშობიარობის ფასები მაშინვე 200 ლარით გააძვირეს და, პრაქტიკულად, სახელმწიფოსგან ეს თანხა პენსიის სახით მიიღეს, მომხმარებელს კი იგივე ფასის გადახდა უწევდა. როგორც კი ვაუჩერი გაუქმდა, ფასებმაც დაიკლო. შეიძლება ეს არასასიამოვნოდ ჟღერდეს, მაგრამ ორსულობა და მშობიარობა არ არის უცებ დამდგარი ფაქტი – ისეთი, როგორიცაა გულის შეტევა, ავტოკატასტროფა, ინფარქტი და სხვ. ბავშვის ყოლისთვის ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში უნდა ემზადებოდეს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად და მორალურად, არამედ ფინანსურადაც. ბავშვის გაჩენა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა და ამას სერიოზული ნიადაგის მომზადება სჭირდება. გაცილებით სწორია, სახელმწიფომ ფული ჩადოს ფეხმძიმობის მონიტორინგში, რომ მაქსიმალურად იყოს გამოკვლეული ნაყოფი, რათა მომავალში სხვადასხვა სიმახინჯე და დაავადება ავიცილოთ თავიდან, მაგრამ მშობიარობა, ჩემი აზრით, ადამიანმა თავად უნდა დააფინანსოს. შესაძლოა, 200 ლარის გარდა სხვა მექანიზმებიც იქნას მოფიქრებული, მაგრამ ფაქტია, რომ ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხები არცერთ ქვეყანაში არ არის საკმარისი. ამიტომ მნიშვნელოვანია, ფინანსები კარგად იყოს გადანაწილებული“.

http://www.commersant.ge

2010.02.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006