logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ევროპის ცერვიკალური კიბოს ასოციაციის სამიტი

ევროპარლამენტში გაიმართა ევროპის ცერვიკალური კიბოს ასოციაციის (ECCA) სამიტი, რომელსაც ესწრებოდა ევროპის ყველა ქვეყნის დელეგაცია: მთავრობის, პარლამენტის წევრები, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამიტის ძირითად თემას წარმოადგენდა: ევროპაში კიბოს სკრინინგის პროგრამები და HPV, ანუ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მონაწილეებმა განიხილეს სკრინინგის პროგრამების იმპლემენტაციის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, HPV ვაქცინაციის უახლესი კლინიკური მონაცემები, მისი დანერგვის, უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხები.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი წერეთელი, საქართველოს პირველი ლედი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სანდრა ელისაბედ რულოვსი, გაეროს მოსახლეობის ფონდის, ჯანდაცვის სამინისტროს, ქალაქის მერიის წარმომადგენლები. სამიტზე საქართველოში განხორციელებულ სკრინინგ პროგრამებს ძალიან მაღალი შეფასება მიეცა, განსაკუთრებით აღინიშნა, ამ პროგრამების დანერგვა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.

სამიტზე გიორგი წერეთელი ევროპაში HPV ვაქცინაციის საკითხების შესახებ გამართულ სხდომას ხელმძღვანელობდა, სადაც ისაუბრა საქართველოში HPV ვაქცინაციის დანერგვის შესახებ. აღნიშნა, რომ ვაქცინაციის დაწყება საქართველოში პერსპექტიული საკითხია და ამის თაობაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და ვაქცინის მომწოდებელ კომპანიებთან.

სამიტის შემაჯამებელი სიტყვით სანდრა ელისაბედ რულოვსი გამოვიდა, ისაუბრა ამ პროგრამების მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოვებაზე ევროპის ქვეყნებში, საქართველოს ჩართულობაზე ამ პროგრამებში, საკუთარ ინიციატივაზე, რომ შეიქმნას შავი ზღვის ქვეყნების აუზის საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას კიბოს საწინააღმდეგო პროგრამების დანერგვის კუთხით.

მარტში დაგეგმილია ECCA-ს პრეზიდენტის არჩევნები, სადაც წარდგენილია საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის კანდიდატურა.

სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ცერვიკალური კიბოს პრევენციისათვის “სიბრძნის მარგალიტით” დაჯილდოების ცერემონია, რომელიც გასულ წელს სწორედ საქართველოს გადაეცა.

http://www.parliament.ge

2010.02.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006