logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „ალფა“ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციას ამწვავებს

რა დამატებით მომსახურეობას სთავაზობენ სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულებს? „ავერსის“ მიერ დაფუძნებულმა სადაზღვევო კომპანია „ალფამ“ მომხმარებელს დაზღვევის სანაცვლოდ „ავერსის“ აფთიაქებში 100 ლარის მედიკამენტები საჩუქრად, ხოლო ექიმის გამოწერილი მედიკამენტები ნახევარ ფასად შესთავაზა.

სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ „ალფას“ ახალი პროდუქტის გამოჩენის შემდეგ სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულებს დამატებითი მომსახურების სახით მედიკამენტებზე 15 დან 30%–მდე ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე კვირაში მომხმარებელს დამატებითი მომსახურების სახით სიახლეები შესთავაზოს.

კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“, რომელსაც სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით 200 ათასამდე ადამიანი ჰყავს დაზღვეული, მომხმარებელს „ავერსის“ გარდა ყველა სააფთიაქო ქსელში 14%–იან ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, უახლოეს დღეებში „ჯი პი აი ჰოლდინგი“ დაზღვევის მსურველებს დამატებითი მომსახურების სახით ახალ წინადადებებს შესთავაზებს. სადაზღვევო კომპანია „ირაოში“ კი „ალფასთან“ და „ავერსთან“ დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებენ.

სადაზღვევო კომპანიებმა „ალფას“ გამოწვევა უნდა მიიღონ და კონკურენციას არ უნდა შეუშინდნენ. ამ განცხადებას ექსპერტთა ნაწილი მას შემდეგ აკეთებს, რაც 7–მა სადაზღვევო კომპანიამ „ავერსს“ ბოიკოტი გამოუცხადა და მისგან მედიკამენტების შეძენაზე უარი თქვა. ექსპერტების შეფასებით, სადაზღვევო კომპანიების საქციელი გაუმართლებელია, რადგან იგი პირველ რიგში მომხმარებელს დააზარალებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ავერსისთვის“ ბოიკოტის გამოცხადების ნაცვლად, სადაზღვევო კომპანიებმა სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულები დამატებითი მომსახურებით უნდა დააინტერესონ და ახალი წინადადებები შესთავაზონ.

http://www.commersant.ge

2010.01.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006