logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სადაზღვევო კომპანიები იაფ კლინიკებს ეძებენ

სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ადამიანი უვარგის საავადმყოფოში არ უნდა შედიოდეს. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ–მინისტრს ნიკა გილაურს ეკუთვნის. მისი განცხადებით, მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ჯანდაცვის სისტემაში სამედიცინო მომსახურების ახალი სტანდარტები ამოქმედდება. პრემიერის განმარტებით, ახალი სტანდარტები საავადმყოფოებსა და იმ მოქალაქეებს ეხება, რომლებიც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში სრულად, ან ნაწილობრივ არიან ჩართულები.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით კი, ახალი სტანდარტების თანახმად, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა მოქალაქეს ერთნაირი სამედიცინო დახმარება გაეწევა. "ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც სახელმწიფო ფულს იხდის, მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტია უნდა არსებობდეს", - აცხადებს კვიტაშვილი. მინისტრის განცხადებითვე, ჩატარდება ტენდერი და განისაზღვრება პირობები, რათა საავადმყოფოებმა სამედიცინო ლიცენზია მოიპოვონ და სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ადამიანების მიღება შეძლონ.

სადაზღვევო კომპანიები ხარჯების დაზოგვის მიზნით იაფ კლინიკებს ეძებენ, რომელთა სტანდარტი და მომსახურეობა ხარისხიანი ვერ იქნება. ამის შესახებ აცხადებს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა სინაურიძე. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანია კერძო ფინანსური სტრუქტურაა და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯი ჰქონდეს. ამიტომ ხშირად არჩევანს იაფ პროვაიდერ კლინიკებზე აკეთებს, რომელსაც მომსახურეობის დაბალი სტანდარტი აქვს. ზაზა სინაურიძის განმარტებითვე, პრობლემის მოსაწესრიგებლად საკითხის დარეგულირებაა საჭირო, რადგან ჯანდაცვის ბაზარი რეგულირებადი ბაზარია და აქ ნორმების განსაზღვრა აუცილებელია.

ექსპერტების ნაწილი კი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს. მათი განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული კერძო სადაზღვევო კომპანიები ვალდებულებებს ვერ ან არ ასრულებენ, შესაბამისად მოქალაქეები ამ პროგრამისგან საჭირო სარგებელს ვერ იღებენ. ექსპერტების მტკიცებით, სადაზღვევო პაკეტში არსებული სერვისები ან დროულად არ ფინანსდება ან საერთოდ არ ფინანსდება. ამასთან, იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქემ მკურნალობის დასაფინანსებლად სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს ექიმის დასკვნა წარუდგინა, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა კი იგი თავად კომპანიის ექიმთან გააგზავნა, რომლის დასკვნით ბენეფიციარი სრულიად ჯანმრთელი იყო და მკურნალობას არ საჭიროებდა.

სადაზღვევო კომპანიების მიმართ არის ბრალდებები, რომ ისინი მოგების ხარჯზე ბენეფიციარებს დაბალი ხარისხის მომსახურებას დაბალი ხარისხის ტექნოლოგიებით სთავაზობენ. მაგალითად, რამდენიმე სადაზღვევო კომპანია კომპიუტერულ ტომოგრაფიულ მომსახურებას კლიენტებს 1988 წელს გამოშვებული დანადგარებით სთავაზობს, როდესაც კლინიკებში უკვე 2002 წელს გამოშვებული ტექნოლოგიია დანერგილი.
I

http://www.commersant.ge

2010.01.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006