logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ალექსანდრე კვიტაშვილი: ჰოსპიტალური სექტორის ახალი გეგმა გაზაფხულისთვის მომზადდება

საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ახალი გეგმა მზად გაზაფხულისთვის იქნება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის პირველმა ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მთავრობას პირობის შესრულება და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის კონკრეტულ ვადებში წარმოდგენა მოსთხოვა.

მაჭავარიანის განცხადებით, თუ გეგმა წარმოდგენილი არ იქნება, პარლამენტი მკაფიო რეაგირებას მოახდენს. შეგახსენებთ: საქმე ეხება 100 საავადმყოფოს პროექტის მთავარ მონაწილე „ბლოკ–ჯორჯიასთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმებას და პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ „ბლოკ–ჯორჯიას“ გამო ჯანდაცვის და ეკონომიკის მინისტრები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მეორედ დაიბარონ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საკითხზე მუშაობა სერიოზულად მიმდინარეობს და გეგმა პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება. თუმცა, დარჩება თუ არა ჰოსპიტალური სექტორის გავითარების გეგმაში „ბლოკ-ჯორჯია“, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ჯანდაცვის მინისტრი თავს იკავებს.

100 საავადმყოფოს პროგრამის ფარგლებში „ბლოკ ჯორჯია“ ჩეხური ექსპორტ–იმპორტ ბანკისაგან 126 მილიონი ევროს კრედიტის მიღებას ერთი წელია ელოდება, თუმცა თანხა ამ დრომდე ვერ მიიღო. ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით კი თუ გასული წლის ბოლომდე „ბლოკ ჯორჯია“ მყარ საბანკო გარანტიებს ვერ წარმოადგენდა, მთავრობას მასთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა გაეუქმებინა, ხოლო „ბლოკ ჯორჯიასათვის“ გადაცემული სამედიცინო ობიექტები საპრივატიზაციოდ ხელახლა გავიდოდა.

http://www.commersant.ge

2010.01.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006