logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმო საქართველოში ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსებით უკმაყოფილოა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია და ხელისუფლებამ ჯანდაცვის დაფინანსება უნდა გაზარდოს. ინფორმაციისთვის: საქართველოში 2009 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება 280 მილიონი ლარია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 1,7%-ს შეადგენს. მომავალი წლის ბიუჯეტში კი ამ მიზნისთვის 350 მილიონია გათვალისწინებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 4-5 პროცენტი უნდა იყოს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, განვითარდა სადაზღვევო სისტემა და პირველადი ჯანდაცვა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იაფ სადაზღვევო პროგრამებზე მუშაობას განაგრძობენ, თუმცა, მათი თქმით, აუცილებელია, მოსახლეობამ დაზღვევის მცირე თანხა მაინც გაიღოს, რადგან სადაზღვევო პროგრამების სრული დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან შეუძლებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებების მიუხედავად, ექსპერტები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის დაფინანსება მოსახლეობისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახში ერთი წევრის ავადმყოფობა ეკონომიკური მდგომარეობის საგრძნობი, ზოგჯერ კატასტროფული გაუარესების მიზეზია - ადამიანებს სახსრების მოძიება უწევთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა სამედიცინო მომსახურების მიღება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში სახელმწიფო სახსრებით ჯანდაცვის სისტემის მხოლოდ 20% ფინანსდება, ხოლო სისტემაში არსებული ფულადი ნაკადების თითქმის 80%-ს უშუალოდ მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხები შეადგენს. ექსპერტების შეფასებით, ქვეყანა არ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, როდესაც ჰყავს ისეთი ადამიანები, რომელთაც მკურნალობა არ შეუძლიათ და თუკი ჯანდაცვის დაფინანსებაში სახელმწიფო დანახარჯები არ გაიზრდება, სისტემის რეფორმირება რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.

http://www.commersant.ge

2009.11.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006