logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რა შედეგი გამოიღო ფარმაცევტული კანონის ცვლილებამ?

მოიტანა თუ არა შედეგი ფარმაცევტულ ბაზარზე მთავრობის მიერ დაწესებულმა თამაშის ახალმა წესებმა? ზუსტად ერთი თვის წინ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში მთავრობის ინიცირებული ცვლილებები ამოქმედდა, რომლის მიზანი ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიის მოსპობა, კონკურენციის ამაღლება და მედიკამენტების გაიაფება იყო. ახალი წესების თანახმად, მაღალი სანდოობის ქვეყანაში ან ორგანოში დარეგისტრირებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანისას იმპორტიორი აღარ გადის რეგისტრაციას და მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენს. ამასთან, თუკი აქამდე მედიკამენტების შემოტანა პირდაპირ მწარმოებლისაგან ხდებოდა, ახლა უკვე წამლის ბაზარზე შეძენა და შემოტანა შეიძლება.

ცვლილებების ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე კი წამლის სააგენტოში მედიკამენტების გაიაფების მოლოდინი აღარ აქვთ. წამლის სააგენტოს დირექტორის მოადგილის ქეთევან ნიკოლიშვილის განცხადებით, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ფარმაცევტულ ბაზარზე განსაკუთრებული აქტივობა არ შეინიშნება. მისი თქმით, ქვეყანაში მედიკამენტების პარალელური იმპორტი, რომელმაც წამლების გაიაფება უნდა გამოიწვიოს, ჯერ არ დაწყებულა. თუმცა, სააგენტოში იმასაც აცხადებენ, რომ ახალი კანონის ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი თვე გავიდა და ეს რაიმე ტენდენციის დასაფიქსირებლად ძალზე მცირე დროა.

ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯერ არაფერი შეცვლილა და საეჭვოა მომავალშიც რამე მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ამის შესახებ კი ჩვენთან ინტერვიუში ფარმაცევტული კომპანია PSP–ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ქვეყანაში მედიკამენტების პარალელური იმპორტირება სავარაუდოდ დაიწყება, მაგრამ ეს ფასების შემცირებაზე მეტად წამლის ხარისხის რისკებს გაზრდის.

სააფთიაქო ქსელის „კრისტალშიც“ აცხადებენ, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ბაზარზე არაფერი შეცვლილა. მათი თქმით, ქვეყანაში მედიკამენტები ჯერჯერობით ისევ მწარმოებლებისაგან ოფიციალურ შემომტანებს შემოაქვთ და პარალელური იმპორტი არ დაწყებულა. მათი თქმით, იმისთვის რომ ქართულ ბაზარზე მედიკამენტები გაიაფდეს, კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე თვე მაინც უნდა გავიდეს.

http://www.commersant.ge

2009.11.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006