logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დიაგნოზი, როგორც განაჩენი

წინა კვირაში საქართველოში ცოფის დიაგნოზით კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ძაღლმა ორი თვის წინ დაკბინა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს.
უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში, საქართველოში ეს უკვე ცოფით დაავადების მე-6 შემთხვევაა. ყოველწლიურად კი 10-12 შემთხვევა აღირიცხება და როგორც ექიმები ამბობენ, აქედან უმეტესობა ფატალურად მთავრდება. აშკარაა, რომ ცოფის პრობლემა მოუგვარებელი რჩება. კვლევათა თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოში ცოფის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. შედარებისთვის შეგვიძლია დასავლეთევროპული ქვეყნების მაგალითი მოვიყვანოთ, სადაც წელიწადში ცოფის მხოლოდ ერთი შემთხვევა აღირიცხება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეშოთა ცანავა ამბობს, რომ ცოფით დაავადების დინამიკა დაახლოებით იგივეა, რაც წინა წლებში. განსხვავება ის არის, რომ გაიზარდა შინაურ ცხოველთაგან დაკბენის შემთხვევები და, შესაბამისად, მათგან დაინფიცირების ალბათობა. ეს მიუთითებს, რომ მოსახლეობა სათანადო ყურადღებას არ უთმობს შინაური ცხოველების ვაქცინაციას. ხალხი თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ძაღლები და სხვა შინაური ცხოველები აცრან.
ჩვენ ქვეყანაში ძაღლების პოპულაციაში ცოფი მასობრივად არის გავრცელებული. შედეგად ის მივიღეთ, რომ საქართველოში წლეულს ცოფით უკვე 6 კაცი დაინფიცირდა და ამდენივე გარდაიცვალა. 6 კაციდან 5 შინაურმა ძაღლმა დაკბინა.
როდესაც ისმება ცოფის დიაგნოზი, იგივე ჰიდროფობია, ეს ნიშნავს, რომ კაცი განწირულია. ამ დაავადების სამკურნალო საშუალებები არ არსებობს. მაგრამ შესაძლებელია დაავადების პრევენცია ან პროფილაქტიკა. ეს არის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამიტომ დაკბენილმა ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
ცოფი მძიმე ვირუსული დაავადებაა. ადამიანის დასნებოვნება შეუძლია დაავადებულ ძაღლს, კატას, მელიას, მგელს, ძროხას, ცხენს, ფრინველებსაც და არც ადამიანისგან ინფიცირებაა გამორიცხული.
ცოფის ვირუსი დაავადებული ცხოველის ნერწყვთან ერთად გამოიყოფა და დაკბენილის ორგანიზმში ჭრილობიდან ან ლორწოვანი გარსიდან ხვდება. ნაკბენი ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათოა, ვინაიდან შესაძლოა, კბენის მომენტისთვის ცხოველს ჯერ კიდევ არ ეტყობოდეს დაავადების გარეგნული ნიშნები. ძაღლებში ცოფის საინკუბაციო (ფარული) პერიოდი 14-16 დღეა. დაავადება ვლინდება ძლიერი აღგზნებით, გუგების გაფართოებით, მოუსვენრობით. ძაღლი შეიძლება გაიქცეს შინიდან, ყეფის გარეშე თავს დაესხას და უკბინოს ადამიანს ან ცხოველს. დაავადებას თან სდევს ძლიერი ნერწყვდენა და ღებინება. წყლის შიში მისი აუცილებელი სიმპტომი არ გახლავთ. აღგზნების პერიოდი გრძელდება 1-3 დღეს. შემდეგ ვითარდება დამბლა და ძაღლი კვდება. არსებობს ცოფის წყნარი ფორმაც - ცხოველი აღგზნებული არ არის და ადამიანს თავს არ ესხმის.
ცოფის ვირუსი კბენის ადგილიდან, თავისა და ზურგის ტვინისკენ არა სისხლის, არამედ ნერვული ღეროებისა და პერინერვული სითხის მეშვეობით გადაადგილდება. თავისა და ზურგის ტვინში მოხვედრილი ვირუსი ინტენსიურად მრავლდება და იწვევს ანთებით პროცესს, რომელიც ვლინდება საყლაპავი და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვით, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფით. თავის ტვინიდან ვირუსი ნერვული ღეროებითვე ხვდება კუნთოვან ქსოვილსა და სანერწყვე ჯირკვლებში. ტვინის უჯრედებში ვირუსის გამრავლება შეუქცევადია და ამ ეტაპზე მისი მკურნალობა შეუძლებელია. ცოფის საინკუბაციო პერიოდი 10 დღიდან წლამდე გრძელდება, უმეტესად კი 30-90 დღეს შეადგენს. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია კბენის ადგილსა და ჭრილობის სიღრმეზე, დაკბენილის ასაკზე, ცოფის საწინააღმდეგო შრატის მიღების ვადაზე. თავის არეში კბენისას საინკუბაციო პერიოდი შედარებით ხანმოკლეა. დაავადებას წინ უძღვის შემდეგი სიმპტომები: ნაკბენი წითლდება, კანი შუპდება, თავს იჩენს წვისა და ქავილის შეგრძნება. სხეულის ტემპერატურა 37,5-38 გრადუსამდე იმატებს. ადამიანს ეუფლება გაღიზიანება, აუხსნელი შიში, უძილობა, უგუნებობა, უმადობა, უჩივის თავის ტკივილს, უჭირს ყლაპვა, სუნთქვა. ეს პერიოდი 1-დან 3 დღემდე გასტანს. შემდეგ დგება მკვეთრი აღგზნებადობის პერიოდი, რომლის ხანგრძლივობაც ასევე 1-3 დღეა. ამ პერიოდში თავს იჩენს წყლის შიში (ჰიდროფობია). დალევის მცდელობისას ვითარდება მტკივნეული სპაზმი, რის გამოც ავადმყოფი უარს ამბობს წყლის დალევაზე, ხოლო შემდეგში წყლის დანახვა და მასზე ფიქრიც კი ხახის კუნთების სპაზმს იწვევს. სპაზმს იწვევს ასევე კანის გაღიზიანება ცივი საგნით და ჰაერის მოძრაობაც კი (აეროფობია). გუგები ფართოვდება, სახე იკრუნჩხება და ლურჯდება, ნერწყვდენა იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი მას ირგვლივ აშხეფებს. მოსალოდნელია ჰალუცინაცია, ბოდვა, დაულაგებელი ლაპარაკი, შფოთვა.

ემა ტუხიაშვილი

http://www.kvirispalitra.ge

2009.11.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006