logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში საშიში ნაწლავური ინფექცია გავრცელდა

საქართველოში სიცოცხლისთვის საშიში ნაწლავური ინფექცია გავრცელდა, რასაც გორის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. სახელმწიფო ორგანოებში პრობლემის შესახებ კვალიფიციური დასკვნები არ არსებობს. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰუს-ი) იშვიათი, მაგრამ სერიოზული მდგომარეობაა, რომელსაც შეუძლია სიცოცხლისათვის საშიში თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს. ყველაზე ხშირად ის ბავშვებსა და ხანდაზმულებს ემართებათ.

სხვადასხვა ინფორმაციით, 2009 წლის ივნისიდან დღემდე საქართველოში ჰუს-ის 40-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჰუს-ის სტატისტიკას არ ამხელს. ინფექციური საავადმყოფოს სტატისტიკას კი იმის შესახებ, რომ ამ კლინიკაში ჰუს-ის 20 შემთხვევაა დაფიქსირებული, ინფექციონისტი თამრიკო მეგრელიშვილი მხოლოდ პირადი წყაროებით ფლობს. არსებობს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც, წელს მხოლოდ მათ კლინიკაში ჰუს-ის 12 შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როცა წინა წლებში სტაბილურად 2-3 იყო.

პაციენტთა მოწესრიგებული მონაცემთა ბაზა არსად არსებობს. რეგიონსა თუ დედაქალაქში, საავადმყოფოებში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და ანალიზზე პასუხისმგებელი არავინ იყო.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგის, მარინა ლაშქარაშვილის მტკიცებით, წელს ჰუს-ის მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული.

ცენტრის უფროსი პაატა იმნაძე ამბობს, რომ ჰუს-ის შემთხვევებმა მოიმატა, თუმცა მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია. ის აცხადებს, რომ ჰუს-ის შემთხვევების ზრდას ამერიკელებიც იკვლევენ.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქართველოს ოფისშიც ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. "საუბრის უფლება არ გვაქვს", - ამბობს ცენტრის ერთ-ერთი რეზიდენტი.

მტკიცებულებების არარსებობის გამო, ექიმები დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ. თუმცა, წესით, ეს ხელს არ უნდა უშლიდეთ, საზოგადოებას დაავადების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რათა სწრაფად მოხდეს როგორც დიაგნოზირება და მკურნალობა, ისე ინფექციისგან თავის დაცვა.

წყლის დაბინძურებისა და სანიტარული ნორმების კვლევა ``იუნისეფის`` ორმილიარდევროიანი პროექტის ფარგლებში ახლახან დასრულდა. კვლევის ავტორების აზრით, ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სარისკო ზონაში ცხოვრობენ, რამდენიმე თვე აშორებთ პოტენციური მძიმე სანიტარული კატასტროფისაგან. თუმცა, ``იუნისეფის`` კვლევის შედეგებით მხოლოდ იუნისეფია დაინტერესებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამის შესახებ ინფორმაცი არ აქვს. ხელმძღვანელი საზღვარგარეთ არის და პასუხის მისაღებად დალოდებაა საჭირო. მისი ცენტრი მხოლოდ ამერიკელების იმედადაა, ეს უკანასკნელი ჯერ ისევ იკვლევს, ადამიანები კი პრობლემასთან გამკლავებას მარტო ცდილობენ...

``იუნისეფის’’ კვლევასა და მომატებულ ინფექციებს შორის კავშირის პოვნის დასადგენად დისკუსიები არც პროფესიულ სამედიცინო თემში და არც საჯაროდ გამართულა. ინფორმაციაც ძირითადი საინფორმაციო ნაკადის მიღმა რჩება, ინფექციონისტი თამრიკო მეგრელიშვილის თქმით, რომელიც საქართველოში ნაწლავურ ინფექციებს 80-იანი წლებიდან იკვლევს, ნაწლავურმა ინფექციამ აგრესიულობა და მეტი ტოქსიურობა შეიძინა. მეგრელიშვილის აზრით, ამ შედეგამდე ნაწლავურ ინფექციებზე შესუსტებულმა კონტროლმა მიგვიყვანა.

შესუსტებული კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ ხელისუფლება, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მის დამალვას ცდილობს.

http://www.commersant.ge

2009.11.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006