logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების კლინიკური პრაქტიკა “033” -ში

26 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვედრა ჰქონდათ ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის – “033”-ის დირექტორთან, ქალბატონ მადონა ჭეიშვილთან.

შეხვედრის მიზანი იყო თსსუ-ის სტუდენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში კლინიკური პრაქტიკის გავლის პირობების გაცნობა. შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სრულმა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ “033” არის წარმატებული პროექტი და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ კარგი შესაძლებლობა მათთვის აუცილებელი კლინიკური პრაქტიკა გაიარონ აღნიშნულ ცენტრში.

ქალბატონმა მადონა ჭეიშვილმა სტუდენტებს გააცნო პრაქტიკის პირობები. მან აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში, პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებით, სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ მედიცინის ფაკულტეტის დეკანატს, რის შემდეგაც გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები სტუდენტსა და დეკანატს შორის.

სტუდენტები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საექიმო ჯგუფებში პრაქტიკას გაივლიან სწავლისგან თავისუფალ დროს, ორი რეჟიმით. ექნებათ როგორც 24 საათიანი მორიგეობა - დილის 9-დან მეორე დილის 9 საათამდე (შაბათ-კვირის ჩათვლით), ასევე 14 საათიანი მორიგეობა – საღამოს 19 საათიდან დილის 9 საათამდე. სტუდენტი-სტაჟიორები ცენტრში გაივლიან დღენახევრიან თეორიულ კურსს პირველადი დახმარების აღმოჩენაში. ისინი ავარიულ სიტუაციებში ექიმებთან ერთად შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ასევე მათ დაევალებათ ბრიგადის ექიმების ნებისმიერი მითითების შესრულება, ექიმებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების შიდა დამუშავება, სამედიცინო ყუთის ტარება, საკაცის ერთი თავის აწევა, რათა ბრიგადას მოეხსნას საკაცის ტარების პრობლემა.

პირველ ეტაპზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის – 033 –ის პროექტში ჩაერთვება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასამდე სტუდენტი.

http://www.tsmu.edu

2009.10.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006