logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში ტყვიის შემცველი საწვავი არ იყიდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტყვიაშემცველი საწვავი არ იყიდება. ამგვარი განცხადება მან ბოლო პერიოდში გარემოს დამცველი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა. არასამთავრობოთა ნაწილის მტკიცებით, დედაქალაქში ჰაერი საკმაოდ დაბინძურებულია, რაც ტყვიაშემცველი საწვავის რეალიზაციას უკავშირდება.

``საქართველოს მოქმედი კანონმდებლობლით აკრძალულია ტყვიაშემცველი საწვავის იმპორტი და შესაბამისად რეალიზაცია. ამასთან, საქართველოში ბენზინის იმპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ქარხნებიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, იტალიიდან. თითოეული ეს ქვეყანა წარმოადგენს სერიოზულ ნავთობმწარმოებელ ქვეყანას, რომელთაც გააჩნიათ მაღალი დონის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები. თითოეულ აღნიშნულ ქვეყანაში ასევე კანონით აკრძალულია ტყვიაშემცველი საწვავის წარმოება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში არ არის ნავთობის ადგილობრივი წარმოება და შესაბამისად არ არსებობს იმის ალბათობა, რომ ადგილზე ხორციელდებოდეს უხარისხო პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია’’ – აცხადებს მთვრალაშვილი.

რაც შეეხება ჰაერის დაბინძურებას, მისი თქმით, ეს მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი ქალაქის პრობლემაა.

``სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გაუმართავ მდგომარეობაში აქვს საწვავის წვის მექანიზმი გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში მოქმედი ავტოპარკი ძირითადად მაინც მოძველებულია (1993 - 1998 წლების გამოშვების ავტოსაშუალებები)’’ – აღნიშნავს კავშირის ხელმძღვანელი.

http://www.commersant.ge

2009.10.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006