logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ”იუნისეფი” სამოცი წლისაა

11 დეკემბერს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ ღონისძიებაზე "იუნისეფის" წარმომადგენელმა საქართველოში ჯოვანა ბარბერისმა ორგანიზაციის საქმიანობაზე და მიმდინარე კვლევებზე ისაუბრა. ბარბერისის მიერ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები ასე გამოიყურება: უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა; განათლების ხარისხისა და ინსტიტუციური მოწყობის გაუმჯობესების გზით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება; დაბოლოს, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების პრობლემა.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ქვეყანა კიდევ დიდხანს ვერ უზრუნველყოფს სავალდებულო დაწყებითი განათლების ხელმისაწვდომობას. საქართველოში 49 პროცენტს დაბლა იმყოფება მეცხრე-მეთერთმეტე კლასებში რიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა. საქართველო განათლებაზე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ცოტას, შიდა პროდუქტის სამ პროცენტზე ნაკლებს ხარჯავს, რაც მსოფლიოში ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებითაც, ყველაზე პრობლემატური კი იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებებია, რომლის მოგვარებასაც ისინი უახლოეს მომავალში გეგმავენ.
გაერო-ს ბავშვთა ფონდს სამოცი წლის იუბილე საქართველოს პირველმა ლედიმ მიულოცა და ჯოვანა ბარბერისს სათხოვარიც პირადად გაანდო.
"რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ასპინძის რაიონის სოფელ ივერიაში, სადაც შევესწარი ერთი ოჯახის უბედურებას - 29 წლის ქალმა სახლში მეოთხე შვილი გააჩინა, რის შემდეგაც სეფსისით დაავადდა და გარდაიცვალა. დარჩა ოთხი ობოლი, მოუვლელი ბავშვი, ყველაზე უფროსი მხოლოდ 12 წლის არის. გთხოვთ, სანდრას სახელით, თქვენმა ორგანიზაციამ სათანადო დახმარება აღმოუჩინოს მათ, რათა ეს ბავშვები სრულფასოვანი მოქალაქეები გაიზარდონ. ვიცი, რომ საქართველოში მუშაობა ძალიან ძნელია, მაგრამ საინტერესო," - აღნიშნა ქალბატონმა სანდრა რულოვსმა. ამჟამად, ორგანიზაციის მკვლევართა ჯგუფი ბავშვთა სიღარიბის რაოდენობრივი მაჩვენებლის განსაზღვრაზე მუშაობს, რომლის შედეგებიც 2007 წლისთვის გახდება ცნობილი.

http://www.24saati.ge

2006.12.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006