logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სახელმწიფომ ჯანდაცვის დაფინანსება შეამცირა

სამედიცინო დაწესებულებებთან ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ ოქტომბრიდან ახალი ხელშეკრულებები გააფორმა.

ამბულატორიული მომსახურება, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, უფასოდ მხოლოდ ექიმის რჩევა-დარიგებას და მასთან ვიზიტს ითვალისწინებს, პაციენტის ლაბორატორიულ თუ ექოსკოპიურ კვლევებზე სახელმწიფო თავს იკავებს.

შპს „ქუთაისის N1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრთან“ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ ხელშეკრულება 7 ოქტომბერს გააფორმა.

ცენტრის დირექტორი გიორგი მიმინოშვილი განმარტავს, რომ 0-დან 6 წლამდე და 60 წელს ზემოთ მოქალაქეთა ვიზიტი უბნის ექიმთან უფასო და ულიმიტოა, ასევე უფასოა ორ სპეციალისტთთან - ენდოკრინოლოგსა და ონკოლოგთან ვიზიტი.

ამ პირობით ხელშეკრულება სამედიცინო დაწესებულებასთან ახალ წლამდე გაფორმდა.

ხელშეკრულება შერეულ და ბავშვთა პოლიკლინიკებთანაც დაიდო.

შპს „ქუთაისის ბავშვთა N3 პოლიკლინიკის“ დირექტორი კახა ჭონიშვილი აღნიშნავს, რომ მათთან 0-დან 6 წლამდე ბავშვების ვიზიტი ექიმ-პედიატრთან და ექთანთან უფასოა. სახელმწიფოს ვალდებულება ამაზე შორს აღარ მიდის.

„დამატებითი მომსახურება გათვალისწინებულია იმ ბავშვებისათვის, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობენ და შესაბამისი პოლისი აქვთ, კერძო სადაზღვევო კომპანიები მათ მომსახურების ვრცელ პაკეტს სთავაზობს,“ - ამბობს კახა ჭონიშვილი.

სახელმწიფო ბავშვთა პოლიკლინიკებში აცრებსაც აფინანსებს, ჰეპატიტის გარდა, თუმცა არასაჯაროდ ხშირად საუბრობენ, რომ არაოფიციალურად ყოველი აცრა 5 ლარი ღირს.

წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია, 03-ის გამოძახება ისევ უფასო რჩება. „სამსახურის წლიური დაფინანსება 45000 ლარია და წლის განმავლობაში, საშუალოდ, ყოველდღიურად 100 გამოძახება ხდება,“ - აზუსტებს შპს „სასწრაფო სამედიცინო სამსახურის“ დირექტორი მალხაზ ძოწენიძე. ამ სამსახურში კიდევ ერთი ცვლილებაა, 03-ს ერთი ბრიგადა დაემატა და ახლა გამოძახებაზე რვის მაგივრად ცხრა ბრიგადა დადის.

სახელმწიფო პროგრამა ონკოლოგიის პრობლემებს, შეიძლება ითქვას, რომ ფრაგმენტულად ეხება. ფინანსდება 60 წელს ზემოთ და 1-18 წლამდე ასაკის პაციენტების მკურნალობა, მაგრამ, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ონკოლოგიური დაავადებები ამ პერიოდში უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ ასაკობრივ კატეგორიაში, რომლის დაფინანსებაზეც სახელმწიფომ უარი თქვა და ამით ბევრ უმწეო პაციენტს საბოლოო განაჩენიც გამოუტანა.

სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შპს „ქუთაისის რეგიონულ ონკოცენტრთან“ გაფორმდა, ცენტრის დირექტორის, ოთარ მეტრეველის განმარტებით, ითვალისწინებს თანადაფინანსებას. პაციენტი მომსახურების მხოლოდ 30%-ს იხდის, სახელმწიფო კი საჭირო ოპერაციისა თუ სხივური თერაპიისთვის პაციენტს 70%-ს უხდის.

შპს „ქუთაისის ივ. სხირტლაძის სახელობის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერის“ დირექტორი მაია ნუცუბიძე გვიხსნის, რომ სახელმწიფო მათ სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიულ და სტაციონარულ პროგრამებს აფინანსებს, ასევე უფასოა მედიკამენტებიც.

დემოგრაფიის პრობლემა კი სახელმწიფომ 400 ლარით გადაჭრა. ქუთაისის N2 სამშობიარო სახლის დირექტორის ზურაბ უგრეხელიძის თქმით, სახელმწიფო მათთან მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მშობიარობას აფინანსებს და ისიც - 400 ლარით, რაც მშობიარობისთვისაა საკმარისი და არა საკეისრო კვეთისათვის. პრობლემური რჩება კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა. „ადრე ყოველ მშობიარეს სახელმწიფო 200 ლარს უხდიდა, ახლა მხოლოდ უმწეოებს ურიცხავს 400 ლარს, მართალია, ეს საკეისრო კვეთისთვის საკმარისი არაა, მაგრამ, ვთქვათ, თუ ათი მშობიარეა და ორი საკეისრო, ამით ვაბალანსებთ ხოლმე. კერძო სადაზღვევო კომპანიები მუდმივად აგვიანებენ თანხის გადმორიცხვას.

ბავშვთა სამედიცინო მომსახურებას რაც შეეხება, ის თითქმის ხელმიუწვდომელი ხდება პოლისის არქონის შემთხვევაში, თუმცა სამედიცინო პოლისი მხოლოდ გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას გულისხმობს, ის ექიმთან გეგმიურ ვიზიტს არ მოიცავს და ამისთვის 20-ლარიანი „ვიზიტის“ ამოწერაა საჭირო. ქუთაისის სამხარეო დედა და ბავშვთა დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის თემურ ნადირაძის თქმით, მათთან უფასო 0-3 წლამდე ბავშვთა სამედიცინო მომსახურებაა და ქალთა კონსულტაცია, რაც ორსულობის განმავლობაში ოთხ ვიზიტს ითვალისწინებს.

სახელმწიფოს თანამონაწილეობა სამედიცინო პროგრამებში ამით ამოწურულია და გასულ წელთან შედარებით ის ძალიან შემცირებულია.

ნინო ჯანელიძე

http://www.psnews.info

2009.10.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006