logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საშიშია თუ არა თბილისში ცხოვრება?

თბილისში ონკოლოგიური დაავადებების მომატების ერთ-ერთ მიზეზად ონკოლოგები ქალაქის ეკოლოგიურ დაბინძურებას ასახელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სწორედ ონკოლოგებზე დაყრდნობით, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ პარლამენტში სამთავრობო საათზე გაახმაურეს. ფრაქციაში მიაჩნიათ, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია ევროპაში და ამ პრობლემას სასწრაფოდ გადაწყვეტა სჭირდება.

საქართველოს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი მანანა გრძელიშვილი კი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ონკოლოგიური დაავადებების 70–80%–ის რისკს გარემოს ეკოლოგიური საშიშროებები, მათ შორის დაბინძურებული ჰაერი იწვევს. მისი თქმით, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, თბილისის განიავება ისედაც ცუდად ხდება და დღევანდელ პირობებში ამას ტრანსპორტის გამონაბოლქვის გამო კანცეროგენებითა და ტყვიის მწვავე ტოქსინებით დაბინძურება ემატება. მანანა გრძელიშვილის განცხადებით, ამ მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება ზღვრულად დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატება, რაც ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე კი აცხადებს, რომ თბილისში, მართალია, არსებობს ჰაერის დაბინძურების პრობლემა, მაგრამ ეს პრობლემა საგანგაშო არ არის და თბილისი არც ისე დაბინძურებული ქალაქია ევროპაში. მინისტრის თქმით, თბილისში მუშაობს სამი სადგური და დღეში სამჯერ მოწმდება ჰაერის დაბინძურების მონაცემები.

ორგანიზაცია ``მწვანე ალტერნატივას`` წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, დღეს თბილიში ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესახებ მსჯელობა ``მარჩიელობის`` ტოლფასია, თუმცა, მისი განცხადებით, ყურადღებას საქართველოს სხვა რეგიონებიც მოითხოვს, განსაკუთრებით კი – იმერეთის რეგიონი, სადაც ამ მხრივ უმძიმესი ვითარებაა.

``გაუგებარია, პარლამენტის წევრები, რომლებმაც თბილისის საკითხი დააყენეს, მხოლოდ დედაქალაქის დეპუტატები არიან? ჩემ თავს მივცემ უფლებას ვივარაუდო, რომ აღნიშნული თემის წამოწევა თბილისის მერის არჩევნებს უკავშირდება``, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, პრობლემის სათავე დედაქალაქში ძველი ავტომობილების სიმრავლე და მათი გამონაბოლქვია.

http://www.commersant.ge

2009.10.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006