logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის შემცირებული ბიუჯეტი გაიზრდება

მთავრობამ პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტი არაოფიციალურად წარადგინა. აღნიშნულ სამუშაო ვარიანტში ჯანდაცვის მთელი რიგი პროგრამები შემცირებულია. მთლიანობაში ნაკლებობა 5 მილიონი ლარია. თუმცა პარლამენტში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის ოფიციალურ ვარიანტში ჯანდაცვის ხარჯები გაცილებით მეტი იქნება.

ბიუჯეტის სამუშაო ვარიანტში ჯანდაცის მთელი რიგი პროგრამები შემცირებულია, ნაწილი კი გაზრდილია.

მაგალითად, თუ წელს ხანდაზმულთა პანსიონატის დაფინანსება 795 600 ლარია, მომავალ წელს 0 ლარი ხდება.

პროგრამა ``ბავშვზე ზრუნვა`` დაფინანსებულია 18 ათასამდე ლარით, რომელიც დაახლოებით 10 ათასი ხდება.

ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წელს 3,8 მილიონი ლარია, 971 ათასამდე მცირდება. ურგენტული მომსახურების პროგრამის დაფინანსება 9,3 მილიონიდან 2,3 მილიონამდე იკლებს, რეფერალური მომსახურებისა კი 19,5 – დან 16 მილიონამდე.

გულის ქირურგისს სახელმწიფო პროგრამა თითქმის ნახევრდება: არის 8,6 მილიონი და ხდება 4,5 მილიონი. ტუბერკულოზის მკურნალობის დაფინანსება, რომელიც დღეს 55 ათასს აღწევს, საერთოდ უქმდება, ასევე ნული ხდება ტუბერკულოზისა და ლეიკემიის კონტროლის პროგრამების დაფინასნება.

პარალელურად იზრდება რამდენიმე სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება, ესენია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომლის დაფინანსება 553 ათასიდან 722 ათასამდე იზრდება, ასევე მატულობს სოციალური პროგრამების ბიუჯეტი – 1,139 მილიარდიდან 1,16 მილიარდამდე.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი ჯანდაცვის სისტემის განადგურებას ნიშნავს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის თქმით, ბიუჯეტის ოფიციალური პროექტი უფრო გაზრდილი და დახვეწილი იქნება.

``დარწმუნებული ვარ, წარმოდგენილი ვარიანტი ასე არ დარჩება, ვინაიდან მის მიხედვით ონკოლოგიის პროგრამა ფაქტობრივად გაქრობის ზღვარზეა. მაგრამ პარალელურად მიმდინარეობს ამ პროგრამის სრულყოფა და ახალ პარამეტრებზე დაყვანა. დასათვლელია, რაში მიდის ფული. გარდა ამისა, შარშან დაიწყო კიბოს პრევენციის სერიოზული პროგრამა თბილისში და ვფიქრობთ ამ პროგრამის სხვადასხვა ქალაქში გავრცელებას. საერთოდ, საუბარია ჯანდაცვის სისტემის სრულყოფაზე. თუ არსებულ ბიუჯეტს გადავამღერებთ და მხოლოდ თანხებს მივუმატებთ, ასე წინ ვერ წავალთ’’, – ამბობს ოთარ თოიძე.

მისი თქმით, ონკოლოგიის, რეფერალური და ურგენტული პროგრამები სერიოზული გადამუშავების პროცესშია და მათში მცირე თანხების ჩადება დაგვანახებს, რა არის დასამატებელი.

http://www.commersant.ge

2009.10.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006