logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დღეიდან განახლებული ფარმაცევტული კანონი ამოქმედდა

დღეიდან მედიკამენტები, რომელიც ექიმის დანიშნულებას არ საჭიროებს, სუპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში გაიყიდება. ამ სიახლეს პარლამენტის მიერ მიღებული "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომლებიც ძალაში სწორედ 15 ოქტომბრიდან შედის. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის განცხადებით, ცვლილებების ამოქმედებით, არამარტო სუპერმარკეტებს, არამედ სხვა ობიექტებსაც შეუძლიათ საკუთარ ტერიტორიაზე სააფთიაქო განყოფილება შექმნან, სადაც მხოლოდ მედიკამენტების გარკვეული სახეები გაიყიდება. მისივე თქმით, მაღაზიებში არ იქნება არც ერთი პრეპარატი, რომელსაც ექიმის დანიშნულება ესაჭიროება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების კიდევ ერთი პრინციპით, დღეიდანვე, მაღალი სანდოობის ქვეყნებში რეგისტრირებული მედიკამენტების ხელახალი რეგისტრაცია საქართველოში აღარ მოხდება. კერძოდ, მაღალი სანდოობის ქვეყანაში ან ორგანოში დარეგისტრირებული პრეპარატის შემოტანისას იმპორტიორი აღარ გაივლის რეგისტრაციის რთულ პროცედურას. ის ვალდებული იქნება, წარმოადგინოს მხოლოდ დოკუმენტაცია შესაბამის ფორმატში.

ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პეს“ დამფუძნებელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონს ბევრი ხარვეზი აქვს და მისი გადახედვის აუცილებლობა უახლოეს პერიოდში დადგება.

პარლამენტარის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ აღნიშნულმა კანონმა მედიკამენტების გაიაფება გამოიწვიოს, სამაგიეროდ გაიზრდება უსაფრთხოების რისკები. ოქრიაშვილის განცხადებით, თუკი აქამდე მედიკამენტების შემოტანა პირდაპირ მწარმოებლისაგან ხდებოდა, ახლა უკვე შეიძლება არა მწარმოებლისაგან, არამედ ბაზარზე შეიძინო და შემოიტანო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხარისხის კონტროლი მკაცრი ვეღარ იქნება.

ამასთან, დეპუტატის თქმით, თუ აქამდე მოქმედებდა ეროვნული რეგისტრაციის რეჟიმი და ეს თანხა თითოეული სახის მედიკამენტზე 2500 ლარს შეადგენდა, ახლა ძალაში შევა აღიარებითი რეჟიმი და თითოეულ მედიკამენტზე გადასახადი მხოლოდ 500 ლარი იქნება, რის შედეგადაც წელიწადში ბიუჯეტი 2,5 მილიონ ლარს იზარალებს. „გარდა ამისა, თუკი შემოტანილი მედიკამენტის რეგისტრაციისათვის შემომტანს 500 ლარის გადახდა უწევს, ადგილობრივი მწარმოებლისათვის ეს თანხა 2500 ლარია. რამდენად სამართლიანია ასეთი მიდგომა, ეს ცალკე განხილვის საგანია“,–დასძენს ოქრიაშვილი.

http://www.commersant.ge

2009.10.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006