logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შიდსის შესახებ კანონმდებლობა იცვლება

მოქალაქეები უფრო მეტ ინფორმირებულობას ითხოვენ. როგორც რიგითი მოქალაქეები აცხადებენ, შიდსით დაავადებულთა მიმართ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს. კერძოდ, მათი მოთხოვნაა, ინფორმაცია დაფარული არ იყოს და ვირუსის მატარებლის შესახებ საზოგადოებამ შეიტყოს.
როგორც შიდსის შესახებ კანონპროექტის ინიციატორი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, კანონი ყველა მხარის ინტერესების დამცველი იქნება და ვერავის გამიჯნავს.
გიგი წერეთელი: "ახალ კანონპროექტში აქცენტები ადამიანის უფლებებზე კეთდება, ზუსტდება როგორც დაავადებულთა უფლებების, ისე სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სამედიცინო პერსონალის უფლებები. ჩამოყალიბებულია კონფიდენციალურობის საკითხებიც. ასევე, არსებობს იმ აუცილებელი ზომების ჩამონათვალი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ დაავადების გავრცელება არ მოხდეს. რადგან ტრანზიტული ქვეყანა ვართ, შიდსის გავრცელების მხრივ საქართველოში რისკის ზონა მაღალია. ამიტომ, ამ კანონის ანტიდისკრიმინაციული ხასიათი ძალიან მნიშვნელოვანია."
რაც შეეხება კონტროლს, კანონპროექტით ვირუსის მატარებელი ვალდებულია ინფორმაცია მეუღლესა და სექსუალურ პარტნიორს მიაწოდოს. "ზოგადად, იმისათვის, რომ შიდსის გავრცელება არ მოხდეს, კანონმდებლობა სანქციებს ითვალისწინებს. ეს გაუფრთხილებლად მოხდება თუ შეგნებულად, დასჯადი ქმედებაა. ამიტომ, ყველა მხარეს ვალდებულებები აკისრია, მათ შორის, დაავადებულებს. ვინაიდან შიდსის გავრცელების ერთ-ერთი გზა სქესობრივი გზაა, კანონპროექტით, აუცილებელია, მეუღლის ან სქესობრივი პარტნიორის ინფორმირება დაავადების შესახებ.
თუ ეს არ მოხდა, ინფიცირებულის ქმედებას შეიძლება განზრახ საფრთხის შექმნის კვალიფიკაცია მიეცეს, რაც სს პასუხისმგებლობით ისჯება. საქართველოში, სავარაუდოდ, 3000-მდე ადამიანია შიდსით დაავადებული. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი აფრიკის ქვეყნებშია", - ამბობს წერეთელი.
პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ის პირველი მოსმენით უკვე განხილულია. მის ამოქმედებას დეპუტატები წლის ბოლოსთვის ფიქრობენ. კანონპროექტის მიხედვით, თუ ინფიცირებულმა მეუღლეს ან სექსუალურ პარტნიორს ვირუსის შესახებ ინფორმაციები დაუმალა, ეს შიდსის განზრახ შეყრის საფრთხედ ჩაითვლება და 3-დან 5-წლამდე პატიმრობით დაისჯება, ხოლო ვირუსის სხვისთვის შეყრა კი 4-დან 7 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის ან არასრულწლოვანის მიმართ, 5-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
კანონპროექტის ავტორები ცვლილებებს იმ მიზეზით ხსნიან, რომ არსებული რედაქცია თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება, მისი ნორმები მოძველებული და არარეალიზებადია. კანონპროექტი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს შიდსის სფეროში. მათ შორის, მნიშვნელოვანია შიდსის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მოსახლეობისთვის დროული სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა; შიდსის სფეროში პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება; სამედიცინო დახმარებისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი და სხვა.
ეს ყველაფერი კი გაეროს რეკომენდაციების საფუძველზე ხდება, რომლითაც კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს დაავადებულთა პატივისცემასა და ეთიკური ნორმების დაცვას. ასევე, საუბარია, კონფიდენციალურობაზე ინფიცირებულებთან დაკავშირებით.
მართალია, დღევანდელი კანონმდებლობა ინფიცირებულის სოციალურ გარანტიებსაც ითვალისწინებს (როგორიცაა ყოველთვიური ფულადი დახმარება და შრომისუუნარობის შემწეობა), თუმცა ასეთი რამ პრაქტიკაში არასდროს განხორციელებულა. ამიტომ, კანონპროექტის ახალი ვარიანტი სოციალური დაცვის განსხვავებულ გარანტიებს იძლევა. ეს არის თბილისის გარეთ მცხოვრები დაავადებულისათვის საქალაქთაშორისო სახელმწიფო ტრანსპორტით უფასო მგზავრობა თბილისამდე და პირიქით - წელიწადში ოთხჯერ; 18 წლამდე ინფიცირებული პირისათვის მინიმალური ხელფასის ორმაგი ოდენობით უზრუნველყოფა და სტაციონარში დაავადებულის მოვლის გამო მათი მეურვის სამსახურიდან გათავისუფლება.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მთავარი პრიორიტეტია სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება. კერძოდ, მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება; ორსულთა კონსულტაცია და ტესტირება; ფიზიკურ პირთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვა.
ფიზიკურ პირთა ტესტირებას კანონპროექტი მხოლოდ პირის თანხმობის შედეგად უშვებს. გარდა ამისა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, ვისთვისაც ტესტირება აუცილებელია. აღნიშნული კატეგორიებია: სისხლისა და სისხლის პროდუქტების დონორები; ორგანოების, ორგანოთა ნაწილების დონორები; ქსოვილების დონორები და კვერცხუჯრედებისა და სპერმის დონორები.
ასევე არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როცა საქმე ახალშობილს ეხება. კერძოდ, დედიდან ახალშობილზე ინფექციის გადაცემის პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს ტესტირება ახალშობილზე მშობლის თანხმობის გარეშე.
მართალია, გამოკითხული რესპონდენტები ითხოვენ, ინფიცირებულის შესახებ ინფორმაციები კონფიდენციალური არ იყოს, თუმცა კანონპროექტი საწინააღმდეგოს ამბობს. ახალი რედაქციის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, დაიცვას ინფიცირებულის შესახებ ინფორმაციები როგორც მის სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მხრიდან ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია, თუ ინფიცირებულისგან შესაბამისი ნებართვა არსებობს.
გარდა ამისა, ინფიცირებულს შეუძლია აირჩიოს პირთა წრე, ვისთვისაც აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას თავად თვლის საჭიროდ. დამატებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ ინფიცირებულ მეუღლეს ან სექსუალურ პარტნიორს დაავადების შესახებ ინფორმაციას დაუმალავს, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, ეს თავად გააკეთოს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2007 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 47 მილიონი ადამიანია იმუნოდეფიციტური ვირუსით ინფიცირებული. აქედან, დაახლოებით, 2.5 მილიონი ახალი შემთხვევაა. აღნიშნულ პერიოდში გარდაიცვალა 2.1 მილიონი ადამიანი. მსოფლიოში ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების 1/3-ზე მეტი სამხრეთით აფრიკის რვა ქვეყანაზე მოდის.
საქართველო მიეკუთვნება შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს. 2008 წელს საქართველოში აღირიცხა 322 ახალი შემთხვევა და მათგან გარდაიცვალა 73. საინტერესოა ისიც, რომ შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობა 24-44 ასაკობრივ კატეგორიაში მეხუთე ადგილზეა.

http://resonancedaily.com

2009.10.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006