logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პოლიკლინიკებს თანამშრომლები და მზღვეველები დაინაწილებენ

პოლიკლინიკებს მეპატრონეები გამოუჩნდებათ. მათი ქონება თანამშრომელთა ხელში გადავა, ხოლო მართვას სადაზღვევო კომპანიები განახორციელებენ.

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის პილოკლინიკების განვითარების თავისებურ გეგმაზე მუშაობს. ამ სამსახურის უფროსს მამუკა ქაცარავას სწამს, რომ ისინი თავად უნდა განვითარდნენ და საამისოდ პოლიკლინიკების სადაზღვევო კომპანიებისთვის გადაცემას არ გამორიცხავს.

”სადაზღვეო სისტემის დროს შეუძლებელია პოლიკლინიკებმა იმ პირობებში იმუშაონ, როგორიც საბჭოთა მედიცინის დროს იყო. პირველადი ჯანდაცვა მთლიანად სადაზღვევო კომპანიებმა უნდა დაარეგულიროს. ეს უნდა იყოს მიბმული სადაზღვევო კომპანიებთან, რომლებიც განახორციელებენ ლოჯისტიკას და მთლიან მენეჯმენტს.

სადაზღვეოების ხელში მხოლოდ ამ სფეროს რეგულაცია გადადის.პოლიკლინიკები კი მათი იქნება, ვინც იქ იმუშავებს. გვინდა, პოლიკლინიკების ქონება კოლექტივებზე გადავიდეს იაფი შესყიდვის ფორმით. სახელმწიფო ვერაფრით შეინარჩუნებს იმას, რაც საზოგადოებისთვის საჭირო არ არის”, - აცხადებს ქაცარავა.

მისივე თქმით, 2010 წელს დაზღვეულთა კონტინგენტის გარდა, კიდევ 50 ათასი ადამიანის დაზღვევა იგეგმება.

სხვათა შორის, მთავრობა კარგა ხანია პოლიკლინიკებს უტრიალებს. წლის დასაწყისში საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ბრალს დებდა იმაში, რომ მოულოდნელად პოლიკლინიკების პრივატიზაციას გეგმავდა. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის თავის მართლებაც კი მოუწია. სანდრო კვიტაშვილი აცხადებდა, რომ მიდიოდა მუშაობა იმის თაობაზე, რომ პოლიკლინიკები თავად თანაშმრომლებისთვის გადაეცათ. როგორც ჩანს, დღეს ეს მიდგომა შეიცვალა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტები სადაზღვეო კომპანიებისთვის უფრო ემეტებათ.

თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიების ნაწილი მზად არის პოლიკლინიკების მართვა ხელში აიღოს. ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში” მიაჩნიათ, რომ პოლიკლინიკებისთვის გადარჩენის ერთადერთი შანსი ახალ მოდელზე გადასვლაა. პოლიკლინიკების განვითარებასა და მომსახურების ამაღლებაში კი სადაზღვევო კომპანიებიც დაინტერესებული არიან, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია დაზღვეულმა პირებმა ხარისხიანი მომსახურება მიიღონ.

პოლიკლინიკებთან ახალი სქემით თანამშრომლობას სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგიც” აპირებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ზუსტი დეტალები თუ როგორ მოხდება ახალ სისტემაზე გადასვლა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა პირველადი ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია. მათი თქმით, ახალი სისტემა კონკურენტულ გარემოს შექმნის რაც ბაზრის განვითარებასაც გამოიწვევს.

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში კი ხელმძღვანელობის განცხადებას განმარტებები მოაყოლეს. მათი თქმით, სადაზღვევო კომპანიების ხელში მხოლოდ ამ სფეროს რეგულაცია გადადის. პოლიკლინიკების ქონება კი კოლექტივებზე იაფი შესყიდვის ფორმით გადავა.

მედიკოსთა პროფკავშირში ეჭვი ეპარებათ, რომ სამედიცინო პერსონალი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიკლინიკების შეძენას შეძლებს. ამიტომ, მთავრობას ურჩევს ნაჩქარევი ნაბიჯი არ გადადაგას.

თემურ დოლიძე

http://presa.ge

2009.10.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006