logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ადამიანის უფლებები და პალიატიური მზრუნველობა

დიდი ხანია არ არის, რაც საქართველოში პალიატიური მზრუნველობა დაინერგა და ის გულისხმობს ისეთი პაციენტების მოვლას, რომელთა დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება და რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვთ დარჩენილი.

პირველი პალიატიური მზრუნველობის კლინიკა ხუთიოდე წლის წინათ გაიხსნა თბილისში ონკოპრევენციის ცენტრში, ხოლო დღეს 2-2 საწოლი ასეთი ავადმყოფებისთვის ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშიც არის, თუმცა პალიატიური მზრუნველობა შეიძლება ბინაზეც განხორციელდეს. კერძო საავადმყოფოებში მომსახურების საფასური 22 ლარი ღირს, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის შესაბამის კლინიკებში მომსახურების საფასურს სადაზღვევო კომპანია ფარავს. ბინაზე მზრუნველობას კი მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.

პალიატიური მზრუნველობა შემდეგნაირად არის განმარტებული: "აქტიური მრავალპროფილური მზრუნველობა (ისეთი შემაწუხებელი სიმპტომების მოხსნა, როგორიცაა, ძლიერი სისუსტე, ყაბზობა, ნაწლავთა გაუვალობა, სლოკინი, გულისრევა, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, ხველა და სხვა.), ასევე ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა.

ადამიანებს ცხოვრების დაგეგმვა არ ჩვევიათ, მაგრამ მოულოდნელობისგან არავინ არის დაზღვეული. აღმოჩნდა, რომ ასეთ ადამიანებს სულიერ და ფიზიკურ ტკივილთან ერთად მწვავე იურიდიული პრობლემებიც აქვთ. მაგალითად, მათი გარდაცვალების შემდგომი სამართლებრივი შედეგები, რაც უკავშირდება ქონების გაყოფას, ოჯახის წევრებზე მზრუნველობას, მემკვიდრეობას და სხვა.

"თბილისი-მარიოტში" შეკრების მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ინიციატივით გამოვიდა და მოუწოდა მოქმედ იურიდიულ ფირმებს, პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებს უფასო სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიონ.

დღეს ერთადერთი იურიდიული ფირმა არის "კორძაძის საადვოკატო ბიურო", რომელიც ამ პროექტში ჩაერთო. იურისტმა ზვიად კორძაძემ აღნიშნა, რომ "გარდამავალი ეკონომიკის, მძაფრი კონკურენციის და ადამიანის გაუცხოების პირობებში დიდი მნიშვნელობა აქვს თანადგომას. ეს გულისხმობს ავადმყოფისთვის მორალურ და ფინანსურ დახმარებას, რათა მას იურიდიული პრობლემა გადავუწყვიტოთ".

ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა რემა ღვამიჩავამ პალიატიური მზრუნველობის დარგს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი უწოდა. ამ სერვისის შესახებ რამდენიმე წლის წინათ ინფორმაციაც კი არ გვქონდა, ახლა კი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს დარგი საქართველოში შედგა, - თქვა მან.

მეტად მნიშვნელოვანია ტერმინალურ სტადიაში მყოფ პაციენტებს გაუწიონ უფასო სამართლებრივი კონსულტაცია, რათა ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ ისედაც მძიმე სულიერი მდგომარეობა" - აღნიშნა ფონდის კანონის, მედიის და ჯანმრთელობის ინიციატივის დირექტორმა ნინო კიკნაძემ.

პალიატიური მზრუნველობის პროექტი აქტიურად და სრულყოფილად სულ რამდენიმე თვეა მოქმედებს და ათეულობით პაციენტს გაუწია დახმარება. აღსანიშნავია, რომ ასეთ ავადმყოფებზე თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნები ზრუნავენ. როგორც დედა პარასკევა ამბობს, მათი თანადგომა და მზრუნველობა შვებას ჰგვრის დაავადებულებს.

თეა მოსია

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2009.10.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006