logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

H1N1 ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში „ღორის გრიპის სახელწოდებით“ არის ცნობილი, ახლო მომავალში, შესაძლოა, მუტაცია განიცადოს. ამის შესახებ ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ფრუიძემ მიაწოდა პარლამენტის წევრებს გუშინ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. მისი განმარტებით, H1N1 ვირუსს არავითარი კავშირი არ აქვს ღორთან და მის პროდუქტებთან, ის არ ვრცელდება საკვებით და წყლით. ინფექციის გავრცელების ერთადერთი გზა მისი ჰაერწვეთოვანი გადაცემაა. ნიკოლოზ ფრუიძე მოსახლეობას ჰიგიენური წესების დაცვას, განსაკუთრებით, ხელების ხშირ დაბანვას ურჩევს. იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსის გადაცემა დაინფიცირებული პირიდან ერთი მეტრის რადიუსში წარმოებს, მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ უსაფრთხოების მიზნით, ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთმანეთის გადაკოცნისგან.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, H1N1 ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი 0,004 პროცენტია მაშინ, როცა ჩვეულებრივი სეზონური გრიპის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და 7-8 პროცენტს აღწევს. H1N1 ვირუსის მიმართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებული ყურადღება განპირობებულია მისი ვირულენტობის მაღალი ხარისხით და ახალი მუტაციის წარმოქმნის საშიშროებით.

გუშინვე, კომიტეტში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები წარმოადგინეს და საქართველოში მოსახლეობის დაბერებასა და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. „ხანდაზმულთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა-ჩვენი მთავარი საზრუნავია“,- განაცხადა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორმა, თამთა დემურიშვილმა, მან ისაუბრა პანსიონატში არსებულ სიტუაციაზე და კომიტეტის წევრებს გააცნო ის ღონისძიებები, რომელიც ოჯახის მზრუნველობამოკლებულ, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის მქონე მოხუცებულებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შესაქმნელად ტარდება. „ პანსიონატში მცხოვრები ყველა მოხუცი გამოირჩევა საინტერესო ცხოვრების ისტორიით და დამსახურებით ჩვენი ქვეყნის წინაშე, ისინი საზოგადოებისგან იმსახურებენ მეტ ყურადღებას და პატივისცემას. ერის დაცემა იწყება იქ, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა“, - განაცხადა პანსიონატის დირექტორმა.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა, გიორგი გოდაბრელიძემ ბავშვთა სახლების და პანსიონატების ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში გადასვლის საკითხი დასვა და ამ პროცედურის დროული განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ბავშვთა სახლების ნაწილი განათლების სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ცხრა თვეა, რაც გადავიდა. დარჩა მხოლოდ თხუთმეტი დაწესებულება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ თოიძე დარჩენილი პანსიონატებისა და ბავშვთა სახლების დროულ გადაცემის საკითხს ბიუროს უახლოეს სხდომაზე დააყენებს.

http://www.parliament.ge

2009.10.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006