logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    15 ოქტომბრიდან მედიკამენტების შემოტანა გამარტივდება

15 ოქტომბრიდან საქართველოში მედიკამენტების შემოტანა მარტივდება. კანონპროექტი, რომელიც ორიოდ კვირაში შევა ძალაში, პარლამენტმა აგვისტოში მიიღო და იგი რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს. თუ ადრე რეგისტრაციას ერთი თვე სჭირდებოდა, ახლა ეს დრო ერთ კვირამდეა დაყვანილი. ამჟამად, ჯანდაცვის სამინისტრო იმ ქვეყნების სიაზე მუშაობს, საიდანაც წამლები ყოველგვარი ლაბორატორიული ექსპერტიზის გარეშე შემოვა. მხოლოდ მათი დოკუმენტების ადმინისტრაციული შემოწმება ჩატარდება.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, შექმნას კონკურენტული გარემო საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, რაც თავის მხრივ მედიკამენტებზე ფასების დაწევას შეუწყობს ხელს.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილის ქეთევან ნიკოლიშვილის თქმით, შემოსული მედიკამენტების ნომენკლატურა გაიზრდება, რაც ბაზარზე მეტ კონკურენციას გამოიწვევს. ამან კი, შესაძლოა, გარკვეულწილად ფასები შეამციროს.

``რაც შეეხება წამლების ხარისხს, მისი კონტროლის პირველი საშუალებაა წამლის ლაბორატორიული შემოწმება. რამდენად გაეწევა კონტროლი წამლის ხარისხს გამარტივებული რეგისტრაციის პირობებში, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ვიმედოვნებ, რომ გამარტივებული წესით დაიშვებიან ძირითადად დასავლეთ ევროპული, ამერიკული და იაპონური კომპანიები. თუ სიაში აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა იქნა შესული, არაა გამორიცხული, რომ ხარისხის მხრივ პრობლემა მართლაც შეიქმნას. თუმცა ვნახოთ, იქნებ კანონმა მართლაც გაამართლოს``, – ამბობს ნიკოლიშვილი.

Pარლამენტარი გიგი წერეთელი კი აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე არც თუ ისე ბევრი მოთამაშეა, განსაკუთრებით მსხვილი მოთამაშეები და ყოველთვის არის საშიშროება, რომ კომპანიებს შორის ფასების შეთანხმებაც მოხდეს.

``ცვლილებები კიდევ უფრო ამარტივებს რეგისტრაციის პროცესს მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის და კომპანიებისთვის, რომელთაც აქვთ საყოველთაო აღიარება. რაც შეეხება ფასებს, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სწრაფად იმოქმედებს ეს კანონი მასზე, მაგრამ შესაძლებელია კონკურენციის გაზრდამ, შედარებით უფრო შორ პერსპექტივაში, ფასების დაწევა გამოიწვიოს. ახლა ფასები მედიკამენტებზე ნამდვილად მაღალია. ზოგიერთი წამალი ჩვენთან უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში``, – ამბობს წერეთელი.

კიდევ ერთი სიახლე, რასაც ზემოთხსენებული კანონპროექტი მოიტანს, ისაა, რომ ურეცეპტოდ გასაცემი წამლები აფთიაქების გარდა, სუპერმარკეტებსა და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებშიც გაიყიდება იმ შემთხვევაში, თუ იქ შესაბამისი პირობები იქნება. წამლის ხარისხსა და სანდოობაზე პასუხისმგებელი კი თავად სუპერმარკეტის მეპატრონეა. გამარტივდება აფთიაქის გახსნაც (გარდა იმ აფთიაქებისა, რომლებიც ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს ყიდიან).

http://www.commersant.ge

2009.10.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006