logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    იმერეთში ონკოლოგიური დაავადებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, ბოლო ხანს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეების მატების ტემპი საშუალოდ 7,8%–ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლეს ათ წელიწადში ონკოლოგიურ ავადმყოფთა რიცხვი გაორმაგდება.

მარტო 2007 წელს ავთვისებიანი სიმსივნის 7 000 ახალი შემთხვევა აღირიცხა. 4500 ავადმყოფი იმავე წელს გარდაიცვალა.

ვითარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ორგანიზაცია ‘’ექიმთა კავშირმა’’ შეისწავლა. გასაკუთრებით მძიმე სურათი სპეციალისტებს იმერეთში, კერძოდ, ჭიათურის რაიონში დახვდათ. ამის მიზეზი ისაა, რომ მდინარე ყვირილა და მისი კალაპოტი მანგანუმის ნარეცხით არის გაჯერებული, ამავე ნივთიერებითაა სავსე წყალსაცავები.

მანგანუმი ღია ცის ქვეშ, საცხოვრებელ სახლებთან ყრია, ნარჩენით კი გზებია დაგებული. არასამთავრობო ორგანიზაცია ``ექიმთა კავშირის`` პრეზიდენტის თორნიკე ბიძინაშვილის განცხადებით, ჭიათურისა და ზესტაფონის საწარმოები დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარს, რომელსაც შემდეგ მდინარეში უშვებს.

``სოფელ დარკვეთის მანგანუმის მაღაროში მოპოვებული მადნის პირველადი გადამუშავება მდინარე ჯრუჭულაზე განლაგებულ ქარხანაში ხდება, მანგანუმი მოძველებული ტექნოლოგიით, მექანიკურად გადამუშავდება, პირდაპირ მდინარეში ირეცხება, რის გამოც მდინარის გამჭვირვალე წყალი შავ ფერს იღებს. ქარხნიდან 300 მეტრზე ჯრუჭულა ყვირილას უერთდება და მასაც აბინძურებს``, – ამბობს ბიძინაშვილი და განმარტავს, რომ ამ წყლისა და მასში დაჭერილი თევზის მოხმარება, ისევე როგორც იქაური ჰაერით სუნთქვა, მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის და ავთვისებიანი დაავადების საფრთხის ქვეშ აყენებს.

ორგანიზაციამ მონაცემები ადგილობრივი მოსახლეობის ხელმოწერებთან ერთად გარემოს, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს გადაუგზავნა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პირველ რიგში, აუცილებელია, საწარმოების ხელმძღვანელობას მოეთხოვოთ, ელემენტარული ეკოსანიტარული ნორმები დაიცვან.

ჭიათურის რაიონის სოფელ დარკვეთის მოსახლეობის თქმით, საბჭოთა პერიოდში გზები სუფთავდებოდა და ირწყვებოდა, ახლა კი წარმოების ნარჩენები პირდაპირ ქუჩაში იყრება. ხილი საჭმელად უვარგისია, დიასახლისები კი სარეცხს სახლებში აშრობენ.

ექსპერტის ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნით მოსახლეობის 0,15% ავადდება, მაგრამ ამ მიზეზზე სიკვდილიანობის 9% მოდის.

http://www.commersant.ge

2009.10.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006