logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "აივ ინფექცია/შიდსის შესახებ" კანონპროექტის განხილვა პარლამენტში

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს "აივ ინფექცია/შიდსის შესახებ" კანონპროექტი. კანონპროექტში რამდენიმე სიახლეა შემოთავაზებული. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი  წერეთლის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით შიდსის გავრცელების პრევენციისა და უწყებათა შორის კოორდინირებული მუშაობის მიზნით, მთავრობის მიერ ერთიანი სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო უნდა შეიქმნას. "გაეროს რეკომენდაციების შესაბამისად,  კანონმდებლობა შიდსით დაავადებულთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვას უნდა უზრუნველყოფდეს და აივ-თან დაკავშირებული მომსახურების სახეების, პრევენციული ღონისძიებებისა და მათზე ხელმისაწვდომობის შესახებ დებულებებს უნდა ითვალისწინებდეს",- განაცხადა გიორგი წერეთელმა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, აივ ინფიცირებულს საკუთარი აივ დადებითი სტატუსის შეტყობინების ვალდებულება ექნება მეუღლის და, ზოგადად, სექსუალური პარტნიორის წინაშე. რაც შეეხება სასჯელს აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ის სისხლის სამართლის კოდექსით უკვე რეგულირდება. კერძოდ, სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ხოლო სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. იგივე ქმედებები, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

http://www.parliament.ge

2009.09.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006