logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    28 სექტემბერი - ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე – ეს არის უნიკალური კამპანია, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს მსოფლიოში, რათა განამტკიცონ გზავნილი იმის შესახებ, რომ ცოფი თავიდან აცილებადია.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის ყურადღება მიპყრობილია ამ დაავადების შედეგებზე ადამიანებსა და ცხოველებში და იმაზე, როგორ იქნას შეჩერებული და უკუგდებული ეს დაავადება ცხოველთა პოპულაციაში გატარებული ღონისძიებების შედეგად.
ცოფი ვირუსული წარმოშობის ზოონოზური ინფექციაა. ცოფით ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები, რომელთა დორბლი მჭიდრო კონტაქტისას ხდება ადამიანთა ინფექციის წყარო. პრაქტიკულად დაავადება გვხვდება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, მაგრამ ამ დაავადებით ადამიანთა გარდაცვალების უმრავლესი შემთხვევა (95%-მდე) დაფიქსირებულია აზიასა და აფრიკაში.
ცოფთან ბრძოლის ალიანსისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების მონაცემებით, ყოველწლიურად 55000 ადამიანი კვდება ცოფით - საშუალოდ 1 ადამიანი ყოველ 10 წუთში.
უმრავლეს შემთხვევაში დაავადების განვითარება ადამიანებში ხდება ცოფით დაავადებულ ძაღლებთან კონტაქტის შედეგად. ასეთი კონტაქტის მსხვერპლთა 30%-დან 60%-მდე 15 წლამდე ასაკის ბავშვია.
ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტირებული პირებისთვის გამოიყენება უსაფრთხო და მაღალეფექტური ვაქცინები, მაგრამ სიძვირის გამო მცირედ გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში.
ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემდეგ ჭრილობის რაც შეიძლება ადრეული დამუშავება და იმუნიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად იძლევა თითქმის 100%-ით დაავადების თავიდან აცილების საშუალებას.
ადამინებში ცოფის პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტურ ეკონომიურ სტრატეგიას, მთელ მსოფლიოში, წარმოადგენს ძაღლებში ცოფის ლიკვიდაცია ცხოველების ვაქცინაციის გზით. როგორც ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა (იაპონია და მალაიზია), ძაღლებში ცოფის შემთხვევების აღმოფხვრამ შეიძლება მიგვიყვანოს ადამიანებსა და სხვა ცხოველებში ცოფის ვირუსის გადაცემის შეწყვეტამდე.
აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ძაღლები კვლავ რჩებიან ცოფის ინფექციის ძირითად წყაროდ. განვითარებულ ქვეყნებში ცოფი ძირითადად გვხვდება გარეულ ცხოველებში. შინაურ ცხოველებსა და ადამიანებს დაავადება გადაეცემა ცოფით დაავადებული ცხოველის დორბლთან კონტაქტის შედეგად. ბოლო პერიოდში ამერიკისა და ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის დიდ პრობლემად იქცა ცოფის შემთხვევები ღამურებში.
სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც კვლავ პრობლემად რჩება ცოფის შემთხვევები ადამიანებში. ინფექციის ძირითადი წყარო, როგორც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში არის ძაღლი. სამედიცინო დაწესებულებებში ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტირებულ დაზარალებულთა მიმართვიანობის გაზრდის და შესაბამისად ადექვატური მკურნალობის ჩატარების მიუხედავად, ადამიანებში ცოფის შემთხვევები კვლავ ფიქსირდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

2009.09.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006