logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დაკანონებული ფალსიფიკაცია

2005 წლის პარლამენტის დადგენილებით საქართველოში სანიტარული ინსპექცია გაუქმდა და მისი ფუნქციონირება 2010 წლამდე „დროებით“ შეჩერდა. მიზეზად, კორუფციის აღმოფხვრა და იმპორტის ხელშეწყობა დასახელდა, შედეგად კი დახლზე 40%-ით გაზრდილი ფალსიფიცირებული პროდუქცია მივიღეთ, რომლის ყიდვა არა მარტო არღვევს მომხმარებლის უფლებებს, არამედ, სერიოზულ საფრთხესაც უქმნის მის ჯანმრთელობას.

დღეს ადამიანი რომელიმე პროდუქტით რომ მოიწამლოს, არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. არც ლაბორატორიაა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად გამოიკვლიონ საეჭვო პროდუქტი.

ქუთაისში შეიქმნა ასეთი ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია, პროდუქტი გამოიკვლიოს, ამისთვის აკრედიტაციაც გაიარა, შესაბამისი აპარატურაც შეიძინა, მაგრამ... კანონმა თქვა - არაო.

ისინი, ვისაც ფალსიფიცირებული პროდუქტის შემოწმება შეეძლოთ, პრესასთან კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბრებში უბრალოდ აღნიშნავენ, რომ, შემოწმებისთვის ყველანაირი პირობა აქვთ, მაგრამ ზემდგომი ორგანოებიდან მითითებები - არა. ამბობენ რომ, მცირე სახის შემოწმებები დროდადრო ხდება, იწერება ოქმებიც, მაგრამ დაწუნებული პროდუქტი ისევ დახლებზეა.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში, ერთ-ერთ საიტზე, ქართულ დახლებზე შემოწყობილი ფალსიფიცირებული პროდუქტების „ტოპ ხუთეულიც“ გაჩნდა, რომელშიც ტუალეტის ქაღალდი ლიდერობს, მომდევნო ადგილებს ინაწილებენ: კარაქი, მინერალური წყალი, ჩაი და ყავა. ეს ყველაფერი კი ჯანმრთელობაზე გამოუსწორებელ ზეგავლენას ახდენს.

კავშირ „21-ე საუკუნე“-ს მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში რეგისტრირებული საკვებისმიერი ინფექციებისა და ინტოქსიკაციების მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 2002 წელს 388 შემთხვევაა დაფიქსირებული, 2003 წელს - 437, 2004 წელს - 408, 2005 წელს - 761, 2006 წელს - 1289, ხოლო 2007 წელს - 2038.

ჩანს, რომ 2005 წლიდან ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის რეგისტრირებული რაოდენობის ყოველწლიური ზრდა იწყება, 2004 წელთან შედარებით კი 2007 წლისთვის მონაცემები 5-ჯერ გაიზარდა, რაც ნამდვილად საგანგაშოა, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქართველები მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში ვაკითხავთ სამედიცინო დაწესებულებებს. ვარაუდობენ, რომ ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაციების რაოდენობის რეალური მაჩვენებლები მოცემულზე რამდენჯერმე მეტია.

აღნიშნულ პრობლემებზე დამოუკიდებელ ექსპერტთა პალატის ექსპერტი კვების პროდუქტების საკითხში ტარიელ სვანაძე ამბობს:

- საზოგადოებრივი კვება ისეთი საკითხია, რომელსაც განსაკუთრებული სიფაქიზე სჭირდება. არადა, დღეისათვის არ არსებობს ბაზარდე პროდუქტი, რომლის მიღებაც ადამიანისთვის უსაფრთხო არ იყოს. ავიღოთ თუნდაც პური, რომელშიც იმდენ დანამატს უშვებიან, რომ გადააჭარბა იმ რაოდენობას, რაც უნდა იყოს სინამდვილეში...

მნიშვნელოვანია არა მარტო წარმოება, არამედ ისიც, თუ სად იყიდება პროდუქტი და როგორ? ქუჩაში რომ პროდუქტს ყიდიან, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, დანაშაულია.

ფალსიფიცირებული პროდუქტის გამოყენებას ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. პირველ რიგში ფალსიფიცირებული პროდუქტი იწვევს კუჭნაწლავთა დაავადებას, შემდეგ - გენეტიკურ ცვლილებებს. ამ ბოლო დროს, ძალიან ფართო მასშტაბი მიიღო ისეთი სწრაფმზარდი საკვების გამოყენებამ, რომლებიც იწვევს ფრინველის და ცხოველის სწრაფად ზრდას. ეს კი ადამიანის ორგანიზმისთვის დამანგრეველია.

ძალიან ხშირია სიმსივნით დაავადებები, რაც შინაგანად განგაშს იწვევს ჩემში, როგორც მოქალაქეში, ექიმსა და პროფილაქტიკოსში. უამრავია კუჭის კიბოს შემთხვევა, მითუმეტეს - ახალგაზრდებში. მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშოა. ამას დროული რეაგირება სჭირდება!

უსაფრთხოება, განსაკუთრებით, საკვები პროდუქტებისა, ძალიან მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია სასმელი წყალიც, რომელიც ყოველგვარი კონტროლის გარეშეა დარჩენილი. არადა, იყო დრო, როცა დღეში დაახლოებით 10-15 წერტილში კონტროლდებოდა ქალაქი. ძალიან სწრაფად ხდება წყლის დაბინძურება, რასაც კუჭნაწლავის დაავადებები მოჰყვება, ადამიანი კი ექიმთანაც ვერ მიდის. ფაღარათის წინააღმდეგ დალევს წამალს და ჰგონია, ამით პრობლემა მოგვარებულია. არსებობს სერიოზული დაავადებები, რომლებიც წლების შემდეგ გვაძლევს შედეგს...

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ შეწყვიტა კონტროლი, არიან ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით ამ საკითხის მნიშვნელობა. მე ვგულისხმობ საწარმოებს, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ მათი პროდუქცია იყოს ხარისხიანი. ამიტომ, მათ შეიმუშავეს პირადი კონტროლი, შექმნეს თავიანთ ფირმებში სპეციალური სამსახურები, სადაც კოლოსალურ თანხას უხდიან თანამშრომლებს, რათა პროდუქტის წარმოების ყველა წესი იყოს დაცული. „გუდვილი“, „ეკოფუდი“ - მაგალითად... ქვეყანაში არსებობს საწარმო („იოლი“), რომელსაც „აისოს“ (კვების პროდუქტების წარმოების) სერთიფიკატი აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თანამედროვე პირობებში, იმისდა მიხედვით, თუ რა მდგომარეობაში ვართ, უნდა გამოინახოს გზები, რომ კონტროლი იყოს, თორემ ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შედეგებს მოგვცემს წლების შემდეგ.

ანი ონიანი

http://www.psnews.info

2009.09.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006