logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „საკაიფო“ წებო

ბოლო დროს არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ „ქუჩის ბავშვების“ უმეტესობა ტოქსიკომანები არიან. ნარკოლოგები ამ ფაქტს მწვავე შეფასებებს აძლევენ და თვლიან, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფომ სერიოზულად უნდა იზრუნოს. თბილისის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორმა ხათუნა თოდაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ტოქსიკომანების რიცხვი დღითიდღე მატულობს. ბავშვების უმეტესობამ კი არც იცის რა შედეგამდე მიყავთ ამ მავნე ქმედებით თავიანთი ჯანმრთელობა.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბავშვების ქუჩაში გამოსვლა და შემდეგ მათი ქმედებები ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შედეგია. ბავშვები იპარავენ, რათა გადარჩნენ, ამას გარემოება აიძულებთ. ისინი მოპარულ ან კიდევ მათხოვრობით ნაშოვნ ფულს მშობლებს აძლევენ, ან ალკოჰოლურ სასმელს იძენენ, უარეს შემთხვევაში კი „საკაიფო“ წებოს ყიდულობენ.
ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის დადგენაზე, თუ რამდენი ბავშვია დღეს ქუჩაში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. საქართველოში ქუჩის ბავშვების ფენომენის ყველაზე ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 1600 ქუჩის ბავშვია, მათ რიცხვში მამრობითი სქესი ჭარბობს. ბავშვების უმრავლესობა 5-დან 14 წლამდე ასაკისაა. უმრავლესობას ოჯახთან კონტაქტი აქვს და ღამეს შინ ათევენ, თუმცა გაკვეთილებზე მათი დასწრების მაჩვენებელი დაბალია.
World vision-მა ქუჩის ბავშვები ქუთაისსა და ბათუმში აღრიცხა. კვლევამ აჩვენა, რომ ქუთაისში 61 ბავშვია ქუჩაში, მათი ასაკი 10-18 წლამდე მერყეობს. ხოლო მშობელი 11-ს ჰყავს.
მსგავს საკითხებზე მუშაობს სოციალური სამსახური, თუმცა ამ პრობლემას მანამდე რესურს-ცენტრები ახორციელებდნენ და ექვემდებარებოდნენ ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტს. ახლა კი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავიდა. ამ სამსახურს  ჰქონდა სპეციალური პროგრამა პრევენციულ ღონისძიებათა ჩასატარებლად. მათ რამდენიმე ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.  მათ პრევენციის მიზნით ღონისძიებები ჩაატარეს. დაუნიშნეს ოჯახს დახმარება პროდუქტების სახით და იყო ექვსი თვის განმავლობაში მყარად განსაზღვრული თანხა თითოეულ ბავშვზე. მაგრამ ეს პროგრამა დაფინანსების არქონის გამო შეჩერდა. დღეისთვის რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ ბავშვების ოჯახების დახმარება, რათა პატარები არ გავიდნენ ქუჩაში, შესაძლებელი არ არის.
არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ, რათა ბავშვები, რომლებიც არიან ქუჩაში, მოათავსონ თავშესაფარში, გამოკვებონ და მისცენ განათლება. თუმცა ესეც დროებითი ღონისძიებებია და არ არის მუდმივი. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას, იგი შემუშავებულია სახელწოდებით „ბავშვზე ზრუნვა“. ამ პროგრამის მთავარი მიზანია დეინსტიტუციონალიზაცია ანუ პანსიონატების გარდაქმნა ახალ, თანამედროვე ტიპის დაწესებულებებად, მათი მთავარი მიზანი იქნება, ბავშვი უფრო კეთილ და ოჯახურ  გარემოში იყოს. ამ პროგრამამ ეს ოჯახური ტიპის პანსიონატები სამ ეტაპად დაყო: ერთი დღის ცენტრები, მეორე - მცირე ტიპის საოჯახო დაწესებულება, რომელსაც „ჩემი სახლი“ ჰქვია და მესამე - „ქუჩის ბავშვების“, ანუ მაწანწალა ბავშვების თავშესაფარი, სადაც ცალკე  მუხლად არის გამოყოფილი ამ ბავშვებზე ზრუნვა. მიუსაფარი ბავშვები, ამ ზრუნვის პროგრამიდან გამომდინარე, თავსდებიან სპეციალურ თავშესაფარში 19 წლის ასაკამდე, სადაც უზრუნველ-ყოფილი არიან სამჯერადი კვებით, ჰიგიენით, ექიმით და ასე შემდეგ. სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიული პირია სოციალური მომსახურების სააგენტო. სააგენტოს სოციალურ მუშაკებს ევალებათ სპეციალური დასკვნის მომზადება ამ ბავშვებთან მიმართებაში, ანუ გამოიკვლიონ ამ ბავშვების მდგომარეობა, თუ რა კატეგორიას განეკუთვნებიან. როდესაც სოციალური მუშაკი შეიმუშავებს დასკვნას, რეგიონალური საბჭოს გადაწყვეტილებასთან ერთად ხდება მათი გადანაწილება. მეურვეობის საბჭოში შედის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელშიც არასამთავრობო და რესურს-ცენტრის წარმომადგენლებიც არიან. ამ პროგრამას სამოქმედო ვადად 2009 წლის 31 დეკემბერი უწერია, ანუ  ამ  პერიოდში  უნდა მომხდარიყო  ამ  სამუშაოს ფორმირება. სოციალური სუბსიდიების სააგენტოში კი გვითხრეს, რომ „ქუჩის ბავშვებთან“ მიმართებაში კონკრეტული პროექტი ამ ეტაპზე არ ხორციელდება.
 

მარიკა ვაჭარაძე

http://www.psnews.info

2009.09.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006