logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ყირიმ-კონგოს ცხელება

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. მძიმე ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება, შინაგანი ორგანოების სისხლდენას იწვევს და ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება. ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. სხვადასხვა დროს, ამ დაავადების შემთხვევები გამოვლინდა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშიც, მათ შორის რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმით, თბილისის შემოგარენში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაავადება საქართველოში ადამიანს აღმოაჩნდა.

პირველად ვირუსი ყირიმში აღმოაჩინეს გასული საუკუნის 40-იან წლებში და მას ყირიმის ცხელება უწოდეს. მოგვიანებით დაავადებამ კონგოში იჩინა თავი და საბოლოოდ ყირიმ-კონგოს ცხელებით გახდა ცნობილი. პირველად, გასული საუკუნის 80-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში ამ ვირუსის მატარებელი ტკიპები აღმოაჩინეს.

შარშან ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ სამხრეთ საქართველოში და იქაც გამოავლინეს ტკიპებში ეს ვირუსი. მაგრამ თვით ამ დაავადების გავრცელება გადამტანებშიც კი იშვიათია, მით უფრო ადამიანებში. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ ადამიანს.

აღნიშნული გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება შინაგანი ორგანოების სისხლდენა. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 2-7 დღეა. ეს საკმაოდ მძიმე ვირუსული დაავადებაა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. დაავადებულთა დაახლოებით 40% იღუპება.

პაატა იმნაძის თქმით, ადამიანიდან ადამიანზე ეს ვირუსი არ გადადის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უკვე იმუშავა იმ საკარმიდამო ნაკვეთში, რომელიც პაციენტს ეკუთვნის და სადაც სავარაუდოდ, მისი დაინფიცირება მოხდა. მინდორში ადამიანს ტკიპა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მიეკროს და თუ ეს ტკიპა მანამდე თაგვზე იჯდა, რომელიც ვირუსის მატარებელია, დაინფიცირების ალბათობა ძალზე მაღალია.
პაციენტის ოჯახის წევრები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, გამოკვლევა მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაუტარდებათ თუ დაავადების სიმპტომები ექნებათ.

პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები მთელ მსოფლიოში რაოდენობრივად შეზღუდულია. პაციენტს უტარდება ის მკურნალობა, რასაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მიიღებდა.

ემა ტუხიაშვილი

http://www.kvirispalitra.ge

2009.09.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006