logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ახალი გზა რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში"

16 სექტემბერი, 16:00 საათი -  სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" (მის: თელავის 25), დარბაზი "სალხინო" უმასპინძლებს სამეცნიერო კონფერენციას - "ახალი გზა რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში".
კონფერენცია ტარდება ფარმაცევტული კომპანია "ჰოფმან-ლა როშის" ეგიდით და უკავშირდება ახალი, ინოვაციური პრეპარატის "აქტემრას" (ტოცილიზუმაბის) შემოსვლას საქართველოს ბაზარზე.
"აქტემრა" მსოფლიოში,  პირველი და ერთადერთი პრეპარატია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, რომელიც ზემოქმედებს IL-6 რეცეპტორზე.  რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შებოჭილობას, შეშუპებას და მათში მოძრაობის შეზღუდვას. ამ პათოლოგიის დროს ვითარდება სახსრების დეფორმაცია და ფუნქციის დაკარგვა. მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოებით 0,5-1% დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით პაციენტთა 70%-ში 2 წელიწადში ვითარდება სახსრების შეუქცევადი ცვლილებები. ძალიან რთული ან შეუძლებელი ხდება მარტივი მოძრაობების შესრულება. პაციენტთა 50% ხუთი წლის, ხოლო 80% ათი წლის ფარგლებში, შრომისუუნარო ხდება. ჩვეულებრივ რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. პროგნოზი გაცილებით უკეთესია დროულად დაწყებული ადექვატური მკურნალობის შემთხვევაში.
”აქტემრა” საქართველოს ბაზარზე სექტემბერში შემოვა, კომპანია “ჰოფმან-ლა როში” პრეპარატზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პრეპარატის 180 ფლაკონს გადასცემს რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს და პირველი 3 თვის განმავლობაში, 60 პაციენტს საშუალება მიეცემა ჩაიტაროს მკურნალობა ხელმისაწვდომ ფასად. ”აქტემრათი” მკურნალობის ფონზე რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს აღენიშნათ სწრაფი და მყარი რემისია, რაც გულისხმობს დაავადების სიმპტომების შემცირება/არარსებობას და სახსრების დაზიანების პროგრესირების შეჩერებას.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დიდი ბრიტანეთიდან თბილისში ჩამოვა საპატიო მომხსენებელი - ენდრიუ ოსტორი (Endrew Ostor) - კონსულტანტ-რევმატოლოგი და ასოცირებული ლექტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კლინიკური მედიცინის სკოლა, რევმატოლოგიის სამეცნიერო კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი. კონფერენციას დაესწრება სამედიცინო სფეროსა და ჯანდაცვის ორგანიზაციების 70 წარმომადგენელი, ასევე დაესწრებიან პროექტის მხარდამჭერი ცნობილი პირები.
კონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებისათვის მომზადდება სპეციალური მასალები, მათ ასევე გადაეცემათ სასაჩუქრე პაკეტები "ჰოფმან-ლა როშის"-აგან.
სამეცნიერო კონფერენცია საფუძველს დაუდებს "აქტემრას" აქტიურ ინტეგრაციას რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის მეთოდებში, რაც მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევებს ხელმისაწვდომს ქართველი პაციენტებისათვისაც გახდის.

რევმატოიდული ართრიტისა და "აქტემრას" შესახებ:

დღესდღეობით რევმატოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია. მსგავსი პროგრესი არ ყოფილა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. დადგა ერა ბიოლოგიური პრეპარატებისა, რომელიც ახალი და გაცილებით ეფექტური იარაღია რევმატოიდულ ართრიტთან საბრძოლველად. ამ პრეპარატების წყალობით რევმატოიდული ართრიტის პროგრესირების შეჩერება შესაძლებელია დაავადების ადრეულ სტადიაზევე. 

აღნიშნული დაავადების მკურნალობის მიზანია: დაავადების სიმპტომების შემსუბუქება, სახსრების სტრუქტურული დაზიანების შეფერხება/გაუმჯობესება, დაავადების რემისიის მიღწევა და შენარჩუნება.
"აქტემრა" ეფექტურია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც სხვა არანაირ მკურნალობას არ ემორჩილებოდნენ.
"აქტემრას"  ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურდა კლინიკურ კვლევების ყველაზე სრულყოფილ პროგრამაში, რაც აქამდე ჩატარებულა რევმატოიდული ართრიტის მიმართულებით. კვლევებში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 4200 პაციენტი. აქტემრა პაციენტებს ეძლეოდა, როგორც  მონოთერაპიის, ასევე რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

"აქტემრა" ერთადერთი ბიოლოგიური პრეპარატია, რომელიც მონოთერაპიის დროს უპირატესია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ოქროს სტანდარტზე, მეტოტრექსატზე. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო განუგრავა
პროდუქტის მენეჯერი
ჰოფმან-ლა როშის წარმომადგენლობა საქართველოში
ტელ: + 995 32 181 195;
მობ: + 995 77 468 356
ელ-ფოსტა: nino.ganugrava@roche.com

თამარ ჯიბუტი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
”ფაბლისითი ჯგუფი”
ტელ: +995 32 508 444
მობ: +995 77 465 590
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge

2009.09.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006