logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მედიკამენტები კიდევ გაძვირდა

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლები კიდევ გაძვირდა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სააფთიაქო ქსელში წამლების ფასმა თითქმის 100%–ით მოიმატა, მათ შორის იმპორტირებულ და ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზეც.

ჯანდაცვის ექსპერტის, თინა ტურძელაძის განცხადებით, წამლის ფასი დამოკიდებულია მის თვითღირებულებაზე, კვლევების, სახელმწიფო ადმინისტირების, დისტიბუციისა და პრომოუშენის ხარჯებზე, ასევე დარიცხულ მოგებაზე.
"წამლებზე ფასწარმოქმნის ქართული პრინციპის საფუძვლიანი ანალიზი, სამწუხაროდ, არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ე.წ ქართული ფასწარმოქმნის სტრუქტურა მახინჯია და უარყოფითად მოქმედებს არამარტო მყიდველზე, არამედ გამყიდველზეც და თავად გასაყიდ პროდუქტზეც," – ამბობს ტურძელაძე.

მისი განმარტებით, სხვადასხვა ქვეყანაში წამლების ფასების დინამიკას სახელმწიფოს პოლიტიკა, მოქმედი ფასრეგულაცია განაპირობებს.

"საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად უარს ამბობს ჯანდაცვის სერვისებისა და მათ შორის, წამლების უფასოდ მიწოდებაზე. უარს ამბობს წამლების ხარჯების შეკავებაზეც. სამწუხაროდ, პრობლემა მხოლოდ წამლის კატასტროფული ფასი არ არის, უფრო სერიოზული პრობლემაა წამლების მოჭარბებული, არარაციონალური დანიშნვნა. ამ ორი არაობიექტური ციფრის სიმრავლე ქმნის ხარჯს, რასაც ძირითადად პაციენტები ფარავენ. დონორი ორგანიზაციების კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის გაღატაკების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად პიროვნებისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სახელდება. ეს ჯანდაცვის ძვირადღირებულ სერვისებთანაა დაკავშირებული", – აღნიშნავს ექსპერტი და დასძენს, რომ სახელმწიფოს მედიკამენტის ფასების მიმართ პოლიტიკა არ გააჩნია.

ტურძელაძის თქმით, ქართული წამალი თვითღირებულებით ბევრად იაფია ევროპულ და ამერიკულ წამლებზე, ამიტომაცაა, რომ მათი ფასწარმოქმნის სტრუქტურა ბევრ კითხვას ბადებს.

"საქართველოს ბაზარი მონოპოლისტია. მეტიც: მონოპოლისტებმა საკუთარი სადისტრიბუციო და სააფთიაქო ქსელის პარალელურად განახორციელეს დივერსიფიცირება ფარმაცევტულ მრეწველობაში, ჰოსპიტალურ სექტორში, დაწყებულია აქტივობა სადაზღვეო სექტორში... ქართულ ჯანდაცვაში კრიზისია – იგი არც სოციალურად სამართლიანია, არც ხარისხიანი და არც უსაფრთხო. ეს დიდწილად ფარმაცევტული სექტორითაა განპირობებული", – აცხადებს თინა ტურძელაძე.

http://www.commersant.ge

2009.09.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006