logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პირველი იანვრიდან საწარმოების სანიტარული კონტროლი მკაცრდება

2010 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს სურსათის უვნებლობისა და კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალიწინებული ის მუხლები, რომელთა საფუძველზე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს სხვადასხვა ობიექტების ინსპექტირების საშუალება ექნება.

კონტროლს დაექვემდებარება სწრაფი კვების ობიექტებიც, რომლებიც არა მხოლოდ ჯანმრთელი პროდუქტის შეძენისა და რეალიზაციის, არამედ სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვისთვისაც აგებენ პასუხს. კერძოდ, ეს საწარმოები მუდმივად უნდა ასრულებდნენ სადეზინფექციო სამუშაოებს, მომსახურე პერსონალისა და მზარეულების შერჩევისას ითავლისწინებდნენ ჯანრთელობის მდგომარეობას, რათა ადამიანი ასთმით ან კანის დაავადებით, საკვებ პროდუქტებთან არ მუშაობდეს.

კვების ობიექტი უნდა მდებარეობდეს ეკოლოგიურად უსაფრთხო ტერიტორიაზე, სანიტარული მოთხოვნები კი ეხება წყლით მომარაგებას, კანალიზაციას, გათბობას, ჰაერის ვენტილაციას, კონდიცირებისა და განათების სისტემებს. უნდა ხორციელდებოდეს საკვები პროდუქტის ტრანსპორტირების, მიღების, შენახვისა და გადამუშავების კონტროლი.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სამმართველოს უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, რესტორნებსა და სხვა საწარმოებში სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების კონტროლი სწორედ მისი სამსახურის პრეროგატივაა, მაგრამ დროებით შეჩერებულია ის მუხლები, რომლებიც ამ ობიექტების ინსპექტირებას ითვალისწინებს. ხოლო თუ შედის მოქალაქის საჩივარი, არის სატელევიზიო სიუჟეტი და სხვა, უწყების წარმომადგენლებს შეუძლიათ ობიექტზე შევიდნენ და ინსპექტირება ჩაატარონ.

"საწარმო და მეწარმე ვალდებულია, ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება სხვადასხვა სადეზინფექციო ფირმასთან, რომლებიც პერიოდულად ჩაატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს. კანონის ამოქმედებამდე ამ ყველაფრის კონტროლის ფუნქციაც შეჩერებული გვაქვს. ჯერჯერობით ჩვენ არანაირი სანქცია არ გაგვაჩნია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ეს გაწერილი ჯერჯერობით არ არის", – ამბობს კალანდაძე და განმარტავს, რომ სანიტარული ნორმების დარღვევის ან ფალსიფიკაციის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეს ორი გზა აქვს: მიმართოს მის უწყებას ან სასამართლოს და მორალური და ფიზიკური ზიანის მიყენებისთის კომპენსაცია მოითხოვოს.

http://www.commersant.ge

2009.09.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006