logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    არჩევანი ჩვეულსა და იაფს შორის: ჰეროინი თუ ვინტი?

ისევე, როგორც ბევრ ქვეყანაში, ნარკომანია საქართველოშიც უმწვავეს პრობლემად რჩება. არაოფიციალური მონაცემებით, ჩვენს ნარკობაზარზე არალეგალურად, ასობით მილიონი დოლარის ღირებულების "წამალი" შემოდის. ზაფხულის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარება მკვეთრად იზრდება ზღვისპირა რეგიონებში. პლაჟზე დაუდევრად დაყრილი, გამოყენებული შპრიცები კი ნებისმიერი დამსვენებლისთვის შესაძლოა, სასიკვდილო საფრთხის მატარებელი იყოს.
ანტინარკოტიკული მედიაკლუბის სპიკერის ნინო ბურჭულაძის თქმით,
აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა. ეს ბუნებრივია: ნებისმიერ ომგამოვლილ ქვეყანაში შეინიშნება ხოლმე ასეთი ტენდენცია. ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდა გამოწვეულია სტრესული მდგომარეობით, უიმედობით, წაგებული ომის სინდრომით. იგივე ვითარება იყო აფხაზეთის ომის შემდეგ, როდესაც ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებში მკვეთრად იმატა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვმა. თუ 2-3 წლის წინ საქართველოში მეტწილად, ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკებს ანუ ყაყაჩოზე დამზადებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარდნენ, ბოლო ხანს პოპულარული გახდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები, ისეთები, როგორიცაა: ვინტი, ჯეფი და სხვა. ეს ძალზე შემაშფოთებელია, რადგან კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. რამდენიმე წლის განმავლობაში, სამართალდამცველთა უფრო შედეგიანი მუშაობისა თუ სხვა მიზეზთა გამო, ნარკოტიკები ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა - როგორც მატერიალური, ასევე შოვნის თვალსაზრისითაც. ამის გათვალისწინებით, მათი ფასიც გაიზარდა და საშუალო მომხმარებელი ვერ ახერხებს მის ყიდვას. ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნა ძალზე რთულია, ამიტომ მომხმარებლები იძულებული გახდნენ, იაფფასიანი ნივთიერებები ეძებნათ და ნარკოტიკების კუსტარულად მომზადება დაიწყეს. ვინტისა და ჯეფის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები ლეგალურად იყიდება: მას ძირითადად, გაცივების საწინააღმდეგო პრეპარატებისგან ამზადებენ. შესაბამისად, ასეთი ნარკოტიკის ფასიც დაბალია - საშუალოდ, 3-5 ლარი ჯდება. სხვათა შორის, აგვისტოს ომის შემდეგ, ვინტის მოხმარება თავდაპირველად, გორის რაიონში გაიზარდა. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება დევნილ ქალებში გახშირდა. მაგალითად, გორის რაიონში იყო შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკის შესაძენად, ქალები პროსტიტუციას ეწეოდნენ.
გორის რაიონის შემდეგ, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკის მოხმარება თბილისშიც გაიზარდა. მომხმარებელი მაშინ გადადის ვინტის გამოყენებაზე, როდესაც მისი მატერიალური შესაძლებლობა მცირდება. როგორც აღინიშნა, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი განსაკუთრებულად საშიშია ჯანმრთელობისთვის და მძიმე ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ დარღვევებს იწვევს. ხანგრძლივად მოხმარების შემთხვევაში, შესაძლოა, კოორდინაციის დარღვევის მიზეზი გახდეს. ზოგს კი ვინტის სისტემატურად მოხმარების შემდეგ, მეტყველება უჭირს; ადამიანი ძალზე აგრესიული ხდება.
საქართველოში სრულყოფილი მონაცემები ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ არ არსებობს. ამის დასადგენად, არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, რადგან სამწუხაროდ, საამისოდ საჭირო თანხები არა და არ მოიძებნა. ოფიციალური მონაცემებით, ჩვენში 24 ათასი მომხმარებელი ირიცხება და თუ რეალური რაოდენობის დადგენის სპეციალური წესის მიხედვით ამ ციფრს ათზე გავამრავლებთ, 240 ათასს მივიღებთ.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველო ახორციელებს. ეს ერთადერთი სამსახურია, რომელსაც საქართველოში არალეგალურად შემოტანილი ნარკოტიკების ამოღება ევალება. ყველა ქვეყანაში, საბაჟო დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელსაც ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის სამსახური ჰქვია. საქართველოში ასეთმა სამსახურმა მხოლოდ ერთი წელი იარსება, შემდეგ გაუქმდა და დღემდე არ არსებობს. არადა, იმ ქვეყნებში, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ აწარმოებენ, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე დიდი ტვირთი სწორედ საბაჟო სამსახურების სპეციალურ განყოფილებებზე მოდის. წელს ჩვენში ამოღებული ჰეროინის რაოდენობა შარშანდელზე მეტია. ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ან შემოტანილი ჰეროინის რაოდენობა გაიზარდა, ან სამართალდამცველების მუშაობა გაუმჯობესდა. ეს პარამეტრი ოპერატიული ინფორმაციის ხარისხზეა დამოკიდებული. ნარკობიზნესი ძალზე სერიოზული კრიმინალური ბიზნესია, რომლის წიაღიდან ცნობების მიღებაც იოლი არ არის.
ჰეროინის შემოტანა ძირითადად, წითელი ხიდის და სარფის საბაჟოს გავლით ხდება. საქართველოში არც ერთ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკების აღმომჩენი სკანერები არ დგას. მათი შეძენა დაახლოებით, 750 ათასი ლარი ჯდება, მაგრამ ვერც ამის საყიდლად გამოინახა საჭირო სახსრები. შესაბამისად, ჩვენში ნარკოტიკების შემოტანა დიდ რისკთან არ არის დაკავშირებული. ჰეროინის სატრანზიტო კვანძი ევროპაში სწორედ თურქეთზე გადის. თურქეთში დაახლოებით 70 ათასი ფერმერი მისდევს ყაყაჩოს კულტივირებას. ეს ქვეყანა სამედიცინო მორფინის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. იქ მკაცრი სანქციებია დაწესებული იმისათვის, რომ ყაყაჩო და ოპიუმი შავ ბაზარზე არ მოხვდეს, მაგრამ ნარკორეალიზატორები ამას მაინც ახერხებენ. ამიტომაც, თურქეთში ჰეროინი ძალიან იაფი და ხელმისაწვდომია. საქართველოშიც ის ძირითადად, თურქეთიდან შემოაქვთ ავტობუსებით. დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ ამ ყველაფერს საკმაოდ ორგანიზებული სახე აქვს. სტამბოლში, "აქსარაის" ავტოსადგურზე რამდენიმე შერეული, თურქულ-ქართული დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებს. მათ სამიზნეს მეტწილად, უსაბუთოდ და უფულოდ დარჩენილი ქართველი ქალები წარმოადგენენ: საქართველოში გადმოსვლის სანაცვლოდ, მათ აიძულებენ, საკუთარი სხეულით გადმოიტანონ ნარკოტიკები. ასეთ ქალებს "ცოცხალ კონტეინერებსაც" უწოდებენ.
შესაბამისად, რაც უფრო ახლოს არის საზღვართან ნარკოტიკების სარეალიზაციო პუნქტი, მით უფრო იაფია. მომხმარებლებიც დასასვენებლად, ხშირად სწორედ ასეთ ადგილებს ირჩევენ.
ზღვაზე დამსვენებლებს დიდი სიფრთხილე მართებთ, რომ დაუდევრად დაგდებულ შპრიცს ფეხი არ დააბიჯონ, რადგან ნარკოტიკების მომხმარებლებს ხშირად ჰეპატიტი, შიდსის ვირუსი ან რაიმე სხვა მძიმე დაავადება სჭირთ.
ახალგაზრდებში ამჟამად საკმაოდ მოდურია ექსტაზი. ბევრი ახალგაზრდა მას ნარკოტიკს არც უწოდებს. მას ძირითადად, ღამის კლუბებში და დისკოთეკებზე ავრცელებენ. ეს ნივთიერება ნარკოტიკების ნუსხაში ე.წ. მეორე ჯგუფშია შესული - როგორც სინთეზური ნარკოტიკი. წლების წინ მას, როგორც სამკურნალო საშუალებას, ფსიქოთერაპიაში იყენებდნენ, შემდეგ კი ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამო, ნარკოტიკულ ნივთიერებათა ნუსხაში შეიტანეს. ამ ნარკოტიკის მომხმარებლები ამბობენ, რომ ექსტაზის მიღების შემდეგ, ყოველგვარი დაძაბულობა ეხსნებათ. მაგალითად, გოგონები, რომლებიც დისკოთეკებზე ცეკვას ვერ ბედავენ, ექსტაზის მიღების შემდეგ ლაღები, თავისუფლები, ენერგიულები ხდებიან და მთელ ღამეს ცეკვაში ატარებენ. ასეთ დროს ენერგიის ჭარბად დახარჯვამ შესაძლოა, სხეულის გაუწყლოება გამოიწვიოს. სისტემატურად მიღების შემთხვევაში, ექსტაზი იწვევს: სუსტ დამოკიდებულებას, ორგანიზმის გამოფიტვას, ნატრიუმის გამოდევნას, თირკმლების უკმარისობას. ძალზე შემაშფოთებელი ინფორმაცია გვაქვს მიღებული ამერიკიდან: დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ექსტაზის სისტემატურად მიღებისგან იქ ყოველწლიურად, ასობით ახალგაზრდა იღუპება. დაუზუსტებელი ცნობებით, საქართველოში ამავე მიზეზით, ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ემა ტუხიაშვილი

http://www.ambebi.ge

2009.08.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006