logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, კლინიკების ხელმძღვანელებთან და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

2009 წლის 24 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ჩაატარა გაფართოებული შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, კლინიკების ხელმძღვანელებთან, წარმატებულ ექიმებთან და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცე სპიკერები: აკადემინოსი ფრიდონ თოდუა, ბატონი გიგი წერეთელი, ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ოთარ თოიძე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი ნოდარ სურგულაძე; საქართველოს შრომის ჯანმრთრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილეები: ბატონი ირაკლი გიორგობიანი და პროფესორი ნიკოლოზ ფრუიძე. 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ისაუბრა უნივერსიტეტის ძირითად ფასეულობებზე, სწავლის ხარსხზე, პროფესიონალიზმსა და ექიმის რეპუტაციაზე, მან  საინტერესოდ წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები და მათი გადაჭრის გზები. ყველა გამომსვლელმა გაიზიარა უნივერსიტეტის პრიორიტეტები და თავის მხრივ დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა მის ხელმძღვანელობას სამომავლო საქმიანობაში.
სხდომა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმა დახმარება აღუთქვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს: კერძოდ, სახელობითი სტიპენდიების, კლინიკური ბაზების შეთავაზებებითა და სამაგისტრო პროგრამებში თანამშროლობით. მათ შორის:
ლევან სამხარაულის სახელობის, საქართველოს სასამართო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან (უფროსი - ბატონი გიორგი ცხაკაია) გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სამი კურსდამთავრებულის ყოველწლიურად უსასყიდლოდ მომზადებას. ქირურგიის ეროვნული ცენტრი (გენერალური დირექტორი პროფესორი ბაადურ მოსიძე) დააწესებს ერთ სახელობითი სტიპენდია სტუდენტისათვის და მოამზადებს ერთ რეზიდენტს (სამუშაო საათების ფულადი ანაზღაურებით).
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (033) სამედიცინო დირექტორმა ქალბატონმა მადონა ჭეიშვილმა სურვილი გამოთქვა გაფორმდეს მემორანდუმი სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასწრაფო სამადიცინო დახმარების ცენტრს შორის, რომელიც ითვალისწინებს: მედიცინის ფაკულტეტის V –VI კურსების სტაჟირებას, პრაქტიკული და თეორიული მომზადების კურსს, ასევე ექიმთა გადამზადების მოკლე და გრძელვადიანი კურსების ორგანიზებას მათ ცენტრში.
ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი პროფესორი მამუკა ლეჟავა უნივერსიტეტს თავაზობს კლინიკურ ბაზებს, როგორც სასწავლო, ისე პოსტდიპლომური საქმიანობისათვის.
სამეანო გინეკოლოგიური შპს ,,იმედის კლინიკა“ -ის დირექტორმა პროფესორმა დავით კობეშავიძემ სამედიცინო უნივერსიტეტს შესთავაზა თავისი კლინიკური ბაზები, ერთი სახელობითი სტიპენდია წარჩინებული სტუდენტისათვის, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება და ფასდაკლებითი მომსახურება უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში  - უფასო მომსახურეობა.
ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ უნივერსიტეტს შესთავაზა ერთობლივი სადოქტორო პროგრამების მომზადება-განხორციელება.
სახალხო ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა  პროფესორმა გოჩა ინგოროყვამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შეთავაზა კლინიკური ბაზები სტუდენტებისთვის.
სტომატოლოგიური და სასწავლო კვლევითი ცენტრი ,,უნიდენტი“-ს დირექტორმა,  პროფესორმა მარინა მამალაძემ უნივერსიტეტს შესთავაზა 2-3-4 კურსების სტუდენტთათვის პრაქტიკული  კურსების ჩატარება და უნარჩვევების ათვისება. 4-5 კურსის სტუდენტთათვის კი - განსაზღვრულ ლექციებზე უფასო დასწრების უზრუნველყოფა.
აგრეთვე, სტომატოლოგიურმა კლინიკამ ,,HBA”-ის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო აბაშიძემ დააწესა სახელობითი სტიპენდია ერთი სტუდენტისათვის და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე გამარჯვებულთათვის ფულადი პრემია.
ამერიკულ-ქართული ფარმაცევტული საწარმო ,,გამა“-ს დირექტორმა ბატონმა გიორგი ვეკუამ დააწესა სახელობითი სტიპენდია ერთი სტუდენტისათვის, ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების ჩატარება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისის წარჩინებულ სტუდენტებთან და საწარმოო პრაქტიკაზე მიღება.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთსა და მოლდოვაში ბატონმა ლევან მეტრეველმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შესთავაზა აკადემიური სამეცნიერო თანამშრომლობა რუმინეთის უნივერსიტეტებთან, იგი უნივერსიტეტს დაპირდა შუამდგომლობას  რუმინეთის მთავრობასთან  დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ კურსებზე,  ჩვენი სტუდენტების მომზადებისა და  დაფინანსების თაობაზე.
შეკრების ბოლოს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა კლინიკური მედიცინისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ აღნიშნა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა და გამოთქვა სურვილი და მხარდაჭერა  შემდგომი ურთიერთთანამშომლობის. მან აღნიშნა, რომ ინსტიტუტის მატერიალურ ტექნიკურ ბაზა იქნება საუნივერსიტეტო ბაზა საუკეთესო სტუდენტებისათვის. 

http://www.tsmu.edu

2009.07.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006