logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მთავრობა მედიკამენტების გაიაფებას იწყებს

ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ხელშესაწყობად და  მედიკამენტების გასაიფებლად პარლამენტმა „ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა განაახლა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  კოკა ფრუიძემ განაცხადა, ცვლილების შედეგად შეიქმნება კონკურენტუნარიანი გარემო და მომხმარებელს ექნება საშუალება ამოირჩიოს ხარისხიანი მედიკამენტი სხვადასხვა ფასად. ფრუიძის განმარტებით,  კანონპროექტი რეგულაციების შესუსტებას ითვალისწინებს და  პარალელურად ექსპორტის საშუალებას იძლევა, რაც ბაზარზე მედიკამენტების ფართო სპექტრის შემოსვლის საშუალებას შექმნის.
კერძოდ, ე.წ. მაღალი სანდოობის სახელმწიფოში ან ორგანოში დარეგისტრირებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანისას იმპორტიორი აღარ გაივლის რეგისტრაციის ამჟამად არსებულ რთულ პროცედურას. იმპორტიორი ვალდებული იქნება, წარმოადგინოს მხოლოდ დოკუმენტაცია შესაბამის ფორმატში. კანონპროექტის კიდევ ერთი პრინციპია ფარმაცევტული პროდუქციის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. კერძოდ, მომხმარებელს ფარმაცევტული პროდუქციის შეძენა სააფთიაქო ქსელის გარდა, სავაჭრო ობიექტებშიც შეეძლება. თუმცა, სავაჭრო ობიექტებში მოხდება მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუციის რეალიზაცია.
მთავრობის კანონპროექტს მოწინააღმდეგეები ბაზარზე მოქმედ უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიებში ჰყავს. „პე-ეს-პეს“ დამფუძნებელის, საპარლამენტო უმრავლეობის წევრ კახა ოქრიაშვილისთვის კანონპროექტის რამდენიმე მუხლი მიუღებელია. ოქრიაშვილის შეფასებით, კონტროლის შესუსტებით ხარისხის ვარდნის რისკი ჩნდება.
“წინააღმდეგი ვარ მედიკამენტების მაღაზიებში გაყიდვის, რადგან დღეს ჩვენს მაღაზიებში მედიკამენტების შენახვის შესაბამისი პირობები არ არის. პარალელური იმპორტის წილის გაზრდა კი პირდაპირ მწარმოებლისგან მოწოდებას შეამცირებს“– დასძენს ოქრიაშვილი. 
თუმცა, მისივე განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების დაწევა მისაღებია. ოქრიაშვილის თქმით, შენიშვნები ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადაუგზავნეს და რეაგირებას ელოდებიან.

http://www.commersant.ge

2009.07.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006