logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რატომ მატულობს ნაწლავური ინფექციების თუ ლეიშმანიოზის შემთხვევები?

ნაწლავთა ინფექციების მატების შესახებ პროგნოზს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველ ზაფხულს აკეთებს და არც წლევანდელი აღმოჩნდა გამონაკლისი. ბავშვთა პოლიკლინიკებში სხვადასხვა ნაწლავური ინფექციებით მიმართვიანობამ იმატა, განსაკუთრებით ჩვილ ასაკში. სპეციალისტები ზოგიერთ რეგიონში მცირე ეპიდაფეთქებებსაც არ გამორიცხავენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, ჰაერის ტემპერატურის მატება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას წარმოშობს. იზრდება ენტეროვირუსული ინფექციების შემთხვევებიც, რომელიც მწვავე ვირუსულ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. მათ მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინება ახასიათებთ მსუბუქი ცხელებიდან და უბრალო ვირუსმტარებლობიდან დაწყებული, ცენტრალური ნერვული სისტემის, კუნთების თუ კანის საფარის დაზიანებით დამთავრებული.
სპეციალისტთა განმარტებით, ყველაზე ხშირად ავადდებიან ერთიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვები. ინფექცია გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი და ფეკალურ-ორალური გზით. დაავადება იწყება უეცრად, ტემპერატურის მომატებით 39-40 გრადუსამდე. აღინიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უმადობა, ღებინება, ზოგჯერ ტკივილი მუცლის არეში.
სპეციალისტთა რეკომენდაცია ძალზე მარტივია: ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვა - ხელების ხშირი დაბანა და საკვებად ახალ-ახალი პროდუქტის მირთმევა. მალფუჭებად პროდუქტებთან განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
გარემოს მაღალ ტემპერატურას მოჰყვება ასევე ისეთი დაავადებების შემთხვევების მატება, როგორიც ლეიშმანიოზი თუ მალარიაა. უკანასკნელ ათწლეულეში საქართველოში ვისცერული ლეიშმანიოზის შემთხვევებმა იმატა და ქვეყნის თითქმის ყველა რაიონშია გამოვლენილი. მისი გამომწვევი პარაზიტის რეზერვუარი ბუნებაში ძაღლები და ზოგიერთი გარეული ცხოველია. ძაღლებიდან ადამიანს ავადმყოფობა მცირე ზომის მწერის - ფლებოტომუსის საშუალებით გადაეცემა, რომელიც "ბუდიდან" მხოლოდ რამდენიმე ათეულ მეტრში დაფრინავს. ლეიშმანიოზის შემთხვევების მატებასაც მაწანწალა ძაღლების მომრავლებას უკავშირებენ. შემთხვევების მატება დაფიქსირებულია ასევე ევროპის სამხრეთ რეგიონებში, რაც გლობალური დათბობის პრობლემას უკავშირდება და გადამტანებით გამოწვეული დაავადებების მატებამ გამოიწვია.
თბილისში, თუ წლების წინ კერების მიხედვით გამოვლენილი იყო მხოლოდ მთისპირა და ტყისპირა რაიონები, ანუ მთაწმინდა, ვაკე და კრწანისი, სადაც მაწანწალა ძაღლები აფარებდნენ თავს, დღეს ეს ზღვარი წაშლილია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებული ცხოველები და გადამტანი მწერები მეტ-ნაკლებად ყველა რაიონში გვხვდება. სხვათა შორის, უმეტესად პატარა ბავშვები ავადდებიან.
ვისცერული ლეიშმანიოზით დაავადებული ძაღლის ამოცნობა ადვილია თუ მისი სიმპტომები ეცოდინება ადამიანს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შინაურ ძაღლებშიც ფართოდ გავრცელდა დაავადება. ძაღლს უვითარდება წყლულები თავსა და სხეულზე, ექერცლება კანი, უვითარდება კონიუნქტივიტი. ადრეულ სტადიაზე ძაღლის ცხვირსა და ტუჩებზე შეიძლება გაჩნდეს დეპიგმენტაციის უბნები და პაპულები. ახალგაზრდა ცხოველებში დაავადება სწრაფად მიმდინარეობს და ხშირად სიკვდილით მთავრდება, ზრდასრულ ძაღლში კი დაავადების კლინიკა წაშილლია. ზოგჯერ უსიმპტომო მტარებლობაც აღინიშნება.
ლეიშმანიოზის გადამტანი მწერების ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია დაჩრდილული ადგილი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა მკვეთრი რხევების გარეშე და ორგანული ნარჩენები. საჭირო პირობებს მოსკიტები პოულობენ ცხოველთა ბუნაგებში, გამოქვაბულებში, მღრღნელების სოროებში, კლდის ნაპრალებში, ხის ფუღუროებში, შენობების ბზარებში, დაჩრდილულ ნაგვის გროვებში, ნიადაგში. მოსკიტები შებინდებისას გამოფრინდებიან. ზოგ სახეობას იზიდავს სინათლე სახლებში. დედალი მოსკიტი დიდი აგრესიულობით ხასიათდება. მათი ცხოველმოქმედების პიკი ივნის-აგვისტოს ემთხვევა, ამიტომ გაზაფხულზე გამოვლენილი შემთხვევები წინა წელს არიან დაავადებულები.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, დაავადების ინკუბაციის პერიოდი 20 დღიდან ერთ წლამდეა, საშუალოდ კი - 3-5 თვე. მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მძიმე ინტოქსიკაცია, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის სწრაფად პროგრესირებადი გაუარესება და სისხლში ცვლილებები. ავადმყოფობის ხანგრძლივობა 3-6 თვეა. პერიოდულად აღინიშნება ცხელება, რომლის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა. სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება გაგრძელდეს 1,5-3 წელი. მწვავე ფორმა, როგორც წესი, ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება, ქრონიკული კი - მოზრდილებში.
დაავადებისათვის ზოგადად დამახასიათებელია ადინამია, მოთენთილობა, მაღალი ტემპერატურა, ფერმკრთალობა, უმადობა. სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს. როგორც წესი, ღვიძლი და ელენთა გადიდებულია და ვითარდება ანემია. დიაგნოზში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლეიშმანიების აღმოჩენას ძვლის ტვინში. ელენთაში, ღვიძლში, ლიმფურ კვანძებში.
ლეიშმანიოზის კონტროლისა და პროფილაქტიკისათვის აუცილებელია დაავადებული ადამიანის დროული გამოვლენა და მკურნალობა; ინფექციის რეზერვუარის კონტროლი, რაც გულისხმობს ინფიცირებული ცხოველების გამოვლენას, მათ მკურნალობას ან ევთანაზიას, მოხეტიალე ძაღლების პოპულაციის რეგულირებას. საჭიროა ასევე უკანონო ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია.
რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვებს, ისინი შებინდებისას, მზის ჩასვლამდე 40 წუთით ადრე არ უნდა იქნან გაყვანილნი სასეირნოდ იქ, სადაც დაავადების კერებია. მშობლებმა უნდა მოარიდონ ბავშვები ქინქლებს ფანჯრების აბადვით და სხეულის ღია ადგილების დაფარვით ან, დამაფრთხობლების გამოყენებით.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/09/akhalitaoba

2009.07.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006