logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ივნისში შიდსით დაინფიცირების 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

შიდსის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების გამოვლენას სეზონურობა არ ახასიათებს, მაგრამ, თუ ზაფხულს მკვდარ სეზონად მივიჩნევთ, არ არის გამორიცხული, გამოსაკვლევად მიმართვიანობამ შიდსის ცენტრში იკლოს. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით თავად დაავადების გავრცელების მასშტაბებზე. შიდსის ცენტრში ამბობენ, რომ გამოვლენილი შემთხვევები სტაბილურად მზარდია, რაც სულაც არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. ეპიდაფეთქებამდე ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა და მოსახლეობამ უსაფრთხო ცხოვრების წესზე უარი თქვა, არც ეპიდემიამდე მისვლა იქნება რთული.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ გამოვლენილია დაინფიცირების 2038 შემთხვევა. მათ შორის 1526 მამაკაცია, 512 - ქალი. შიდსი განუვითარდა 1039 პაციენტს. მათ შორის 436 გარდაიცვალა. ამჟამად საგანგებო პრეპარატებით მკურნალობას გადის 489 პაციენტი. დაინფიცირებულთა შორის 25 ბავშვია.
ვირუსის გადაცემის გზების პროცენტული მაჩვენებლები კვლავ უცვლელია. პირველ ადგილზე, ანუ 60 პროცენტში ნარკოტიკების ინექციური მოხმარება ხდება შიდსის გავრცელების მიზეზი. თანდათან იზრდება ჰეტეროსექსუალური გადაცემის გზაც. ბოლო მონაცემებით იგი 33,6 პროცენტს შეადგენს. 2,6 პროცენტში - ბისექსუალური კონტაქტით; 2,2 პროცენტში გადაცემის გზა ვერტიკალურია, ანუ დაინფიცირებული დედიდან შვილზე გადავიდა ინფექცია. 0,6 პროცენტში დაინფიცირებული სისხლის გადასხმა გახდა მიზეზი; 1,3 პროცენტში კი დაინფიცირების გზა უცნობია.
საზოგადოება დღემდე შერისხულად უყურებს დაინფიცირებულებს და ცდილობს, გარიყოს ისინი. ამის მიზეზად სპეციალისტები და თავად ინფიცირებულებიც კი მოსახლეობამდე არასწორად მიტანილ ინფორმაციას ასახელებენ. შიდსი გაიგივებულია ადვილად გადამდებ, უკურნებელ სენად, რომლის მატარებელთან კონტაქტი მომაკვდინებელია. ინფორმაციის ვაკუუმი განსაკუთრებით რეგიონებშია შესამჩნევი. სწორედ არასწორად ფორმირებული აზრი დაავადების გადაცემის გზების შესახებ ხდება ინფიცირებულთა დისკრიმინაციის მიზეზი, რასაც მოჰყვება დაავადების შესახებ ინფორმაციის დამალვა პაციენტის მხრიდან. ეს კიდევ უფრო ზრდის დაავადების სხვისთვის გადაცემის შანსს, თუნდაც იმიტომ, რომ გამწარებული, ინფიცირების გამო საზოგადოებისგან გარიყული ადამიანი შეეცდება, სხვაც დააავადოს - არ განაცხადოს მედპერსონალთან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჰქონდეს დაუცველი სქესობრივი ურთიერთობა...
როგორც შიდსის ცენტრში ამბობენ, ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, რომელიც საშუალოდ 3-10 წელს გრძელდება, ინფიცირებული ადამიანი თავს, პრაქტიკულად, ჯანმრთელად გრძნობს. შიდსი კლინიკურად გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება მრავალფეროვნებით. ვირუსი აზიანებს უშუალოდ ადამიანის დამცველ, ე.წ. იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი. შედეგად ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადება.
ყველაზე ხშირად შიდსს შემდეგი სიმპტომები ახასაითებს: ლიმფური კვანძების გადიდება; ტემპერატურის ხანგრძლივი, უმიზეზო მატება; წონაში უეცარი დაკლება 10 პროცენტით და მეტით; გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც არ ექვემდებარება სტანდარტულ მკურნალობას; ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამის საათებში; ხანგრძლივი ფაღარათი, ძლიერი სისუსტე, მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე.
ვირუსი გადაეცემა მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით, აივ-ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით, ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის თუ სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით; ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე მუცლადყოფნის პერიოდში მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.
რაც მთავარია, შიდსის ვირუსი არ გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით და ნერწყვით. შესაბამისად, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი. დაავადება არ გადაეცემა დახველებით, დაცემინებით ან კოცნით, არ გადაეცემა ასევე საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი, დაავადების მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო ტუალეტითა და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ-ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არ არის საშიში მეტროთი და სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. შიდსის ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით.
ივნისში ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მართალია, დაავადება საფრთხეს უქმნის მთელი მოსახლეობას, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ფენები, მათი ქცევის წესიდან გამომდინარე, მომეტებული საფრთხის წინაშე დგანან. დღეისათვის აივ-ინფექცია ძირითადად ნარკომანიის გზით ვრცელდება. მათ გარდა, მაღალ რიკს-ჯგუფებს მიეკუთვნებიან მეძავები და მათი პარტნიორები; სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დაავადებულნი; ტუბერკულოზით დაავადებულნი; ჰემოფილიით დაავადებულნი და სისხლის რეციპიენტები, მოგზაურები და სხვ.
არასამთავრობო სექტორი, რომელიც საქართველოში ინფიცირებულთა უფლებების დაცვას ცდილობს, აქცენტს დისკრიმინაციის აღმოფხვრის აუცილებლობაზე აკეთებს. საქართველოშიც დაფიქსირდა დაინფიცირების გამო სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი. მართალია, ინფიცირებულისთვის ეს პირდაპირ არ განუცხადებით, მაგრამ სხვა მიზეზი თავად დაზარალებულმა გამორიცხა. სწორედ ოჯახის წევრებისგან დაინფიცირების ფაქტის დამალვის მიზნით ერთ-ერთმა ახალგაზრდა პაციენტმა უარი თქვა ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობაზე და ფაქტიურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს.
ფაქტი, რომ შიდსი უცაბედად მომაკვდინებელი დაავადება აღარ არის დროული ჩარევის შემთხვევაში, რამდენადმე ამსუბუქებს საზოგადოების დამოკიდებულებას ინფიცირებულთა მიმართ. მაგრამ იქ, სადაც ამის შესახებ ნაკლებად იციან, ერთობ ამძიმებს დაინფიცირებულთა მდგომარეობას, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებისგანაც კი კარგავენ ზოგჯერ მხარდაჭერასა და გაგებას.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2009.07.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006