logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატების დეფიციტია

ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვილები იღუპებიან, მართვითი სუნთქვის აპარატების არასაკმარისი რაოდენობაა. არის შემთხვევები, როცა ყველა აპარატი დაკავებულია, ჩვილს აპარატზე ვერ აერთებენ და ის იღუპება.
დგას ასევე რეანიმობილების დეფიციტის პრობლემა.
სამშობიარო სახლ ``ჰერას`` გენერალური დირექტორი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი თამაზ  კორძახია ამბობს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სულ 2 რეანიმობილი არსებობს.
კითხვაზე, თუ აპარატი თავისუფალი არ არის, რა ხდება? კორძახია პასუხობს: ``ამ შემთხვევაში ბავშვი განწირულია.``
რეანიმობილები ე.წ. კრიტიკული ცენტრის განკარგულებაში შედის. როგორც აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელი კახა ჩიხრაძე აცხადებს, აღმოსავლეთ საქართელოს მართლაც 2 რეანიმობილი ემსახურება, რაც, მისი თქმით, ძირითადად საკმარისია და პრობლემები იშვიათად იქმნება.
``ჩვენს ფუნქციაში მაღალი რისკის პაციენტების რეფერალური ტრანსპორტირება შედის. ძალიან იშვიათად ხდება, როცა 2 გადაუდებელი შემთხვევა დროში ერთმანეთს ემთხვევა და რეანიმობილი გამოძახებაზე ვერ მიდის,’’ – ამბობს ჩიხრაძე. მას იმედი აქვს, რომ აპარატების პრობლემა მალე მოგვარდება, რადგან აპარატების დამატება იგეგმება.
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის გენერალური დირექტორის ივა ყაჭიურის თქმით, კლინიკაში აპარატების დამატება იგეგმება, თუმცა პრობლემას 100%–ით ვერც ეს მოხსნის.
``დღეს იაშვილის კლინიკაში 14 აპარატია. აქედან 7 – ახალშობილებში, 7 – მოზრდილებში. წელს აპარატები დაგვემატა და სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდა, ეს აპარატები 24–საათიან რეჟიმში მუშაობს.  თუ თვეში 100 შემთხვევა გვაქვს, რაც დღეში 3 შემთხვევას გულისხმობს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთ დღეს 3–ის ნაცვლად 4 აპარატი დაგვჭირდეს. სტატისტიკურად კი, კრიტიკულ მედიცინას თვეში 30–45 ჩვილი გადის,`` – აღნიშნავს ყაჭიური.
შარაშიძის სამედიცინო ცენტრის ახალშობილთა განყოფილების გამგის მერაბ მაჭარაშვილის განცხადებით კი, თუ აპარატი დიდხანს არ გამოჩნდა, ბავშვი განწირულია, თუმცა მის კლინიკაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.
პრობლემა დასავლეთ საქართველოშიცაა. აჭარის მთავარი გინეკოლოგის ჯუმბერ უნგიაძის თქმით, დღენაკლული ბავშვები თბილისში ან ქუთაისში იგზავნებიან, მაგრამ  ამისთვის ``ყველას უნდა ეხვეწო და დიდი ამბები გაიარო, რომ რეანიმობილი გამოგიგზავნონ. მთელი პროცედურებია გასავლელი, რაც დიდი მარაზმია.``
ჯანდაცვის სამინისტროში კი, როგორც აღმოჩნდა, პრობლემას არ აღიარებენ და არც ფლობენ ინფორმაციას, რომ აპარატების დაკავების გამო ჩვილებს პრობლემა ექმნებათ.
``ხელოვნური სუნთქვის აპარატების დეფიციტი ქვეყანაში მხოლოდ 10%–ს შეადგენს. ამჟამად მუშავდება გეგმა, რომლის მიხედვით შესყიდვების პროცედურები დაწყებულია, ტენდერები გამოცხადებულია და 15 სექტემბრამდე ეს 10%–იანი დეფიციტიც შეივსება. მიმდინარეობს ასევე 7 რეანიმობილის შეძენა,`` – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა სოფო ლებანიძემ. 

http://www.commersant.ge

2009.07.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006