logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში პაციენტებს თავზე აწვიმთ

პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები სამედიცინო დაწესებულების შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ექიმმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია: ჩამოდის წყალი და დაზიანებულია ელექტროგაყვანილობა, რის გამოც კლინიკაში პაციენტებს დისკომფორტი ექმნებათ.
ექიმ მანანა მანჯგალაძის თქმით, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში კომპანიამ „ბლოკ-ჯორჯიამ“ შეისყიდა, რის შემდეგაც ინსტიტუტს ე. წ. მორგის შენობაში გადასვლა შესთავაზა. ექიმების განცხადებით, მორგის შენობაში არ არის საკმარისი ფართი, სადაც ინსტიტუტის განთავსება შეიძლება. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს თბილისის ზღვაზე, ბავშვთა საავადმყოფოშიც შესთავაზეს ფართი, თუმცა შეთავაზება შეთავაზებად დარჩა და ინსტიტუტი ისევ ძველ შენობაში რჩება.
„ინსტიტუტის ორ შენობიდან ერთ-ერთი მიწისძვრით დაზიანდა და იქ გაჩერება შეუძლებელი იყო, რის გამოც მეორე შენობაში გადმოგვიყვანეს. აქ გავაკეთეთ პალატები, თუმცა საშინელი პირობებია. ჩამოდის წყალი, დაზიანებულია ელექტროგაყვანილობა. თანხებს ჩვენ თვითონ ვაგროვებთ, რომ კედელი შევღებოთ, თან ინვესტორებს ვთხოვთ დახმარებას, თუმცა ისეთი მდგომარეობაა, არაფერი შველის. კედლებზე ხეებია ამოსული. პაციენტებს რომ ვეტყვით, რომ ისინი სამკურნალო კლინიკაში უნდა დარჩნენ, შოკში ვარდებიან“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს ჯანდაცვის დეპარტამენტისთვის არ მიუმართავს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სოფო ლებანიძემ განაცხადა, ინსტიტუტის რეაბილიტაცია ჰოსპიტალური განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში, ინვესტორის მოვალეობაა, თუმცა შექმნილი მსოფლიო კრიზისის ფონზე, გეგმის განხორციელების ვადა - 2011 წელი, შესაძლოა, გადაიდოს.
`ჩვენთვის პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს არ მოუმართავს. არ ვიცი, იქ რა პრობლემებია. გავარკვევთ, თუ რა პრობლემებია და მოვიფიქრებთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. თუ ასეთი მძიმე მდგომარეობაა შექმნილი“, - განაცხადა სოფო ლებანიძემ.

http://www.medianews.ge

2009.07.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006