logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მედია და ნარკომანიის პრობლემების გაშუქება

ნარკომანიის პრობლემა მთელს მსოფლიოს აწუხებს. გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენს ქვეყანაში, არაოფიციალური მონაცემებით, 200 ათასი ნარკომანია. ამ რიცხვს ნარკოლოგები არ ეთანხმებიან, რადგან მასში ის ადამიანებიც მოიაზრებიან, რომელთაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს ნარკოტიკი. ასეა თუ ისე, მსგავსი მცირერიცხოვანი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, 20 ათასიც კი უზარმაზარი რიცხვი იქნებოდა.

26 ივნისსი ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ის ყოველ წელიწადს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. წელს ამ თარიღთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ქართულ მედიასივრცეში ნარკომანიის საკითხების გაშუქებას.

უკვე რამდენიმე წელიწადია საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაერო სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკულ პროგრამას ახორციელებს. სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა ჟურნალისტებთან შეხვედრა და პროგრამის ფარგლებში გამოცემული ახალი სახელმძღვანელოს "მედია და ნარკომანიის პრობლემების გაშუქება" პრეზენტაცია.

სახელმძღვანელოში გაეროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ნარკომანიის პრობლემების გაშუქების ეთიკური პრინციპებია გადმოცემული. კერძოდ, წიგნში აღნიშნულია, რომ არ არის რეკომენდებული, ვაჩვენოთ საინექციო საშუალებები, ან მომზადების ტექნოლოგია, ან გამოყენების პროცესი ნარკოტიკის პრობლემის გაშუქებისას. არ უნდა გამოვიყენოთ უზუსტო ტერმინოლოგია, როგორიცაა, მაგალითად, ნარკოტიკების დაყოფა "მსუბუქად" და "მძიმედ". არ არის რეკომენდებული, გავავრცელოთ ინფორმაცია წარმატებული ან სახელგანთქმული პირების მიერ ნარკოტიკების მოხმარებაზე, თუნდაც ეს პირები უკვე განთავისუფლდნენ ნარკოდამოკიდებულებისაგან. სახელმძღვანელოში სულ 9 საკვანძო პრინციპია გადმოცემული და დასაბუთებულია თითოეული მათგანის მიღმა არსებული არგუმენტები, რომელიც "არ ავნო" პრინციპს ეფუძნება.

შეხვედრა ჟურნალისტებსა და სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ექსპერტებს შორის დიალოგის რეჟიმში წარიმართა. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტებისთვის მასალის მომზადებისას სრული ინფორმაციის მოპოვების პრობლემაა. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა იძლეოდეს, რაც ხშირად შეუძლებელია. ამის გარდა, დგას უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა, რადგან საკითხის ძიებისას შეიძლება ისეთ ფაქტებს წააწყდე, რომელთა გახმაურება ზემდგომ ორგანოებში ხელს არ აძლევდეთ. ეს მიზეზები განაპირობებს მედიაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას არასწორი ფორმით.

რაც შეეხება ეთიკურ საკითხებს, ის უმეტესწილად ნამდვილად ირღვევა და ჟურნალისტთა არაპროფესიონალიზმს ცხადყოფს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ პრობლემები ორივე მხარეს აქვს და მათს გადაწყვეტა მსგავსი შეხვედრებიც შეუწყობს ხელს. უნდა გაიზარდოს ჟურნალისტთა ცოდნა ამ სფეროში და სისტემა ინფორმაციის მოპოვების სისტემაც უფრო გახსნილი გახდეს.

ჯანა ჯავახიშვილი, სახელმძღვანელოს ავტორი, ნარკოლოგი:

- ეს შეხვედრა ორივე მხარისთვის სასარგებლოდ წარიმართა. ჩვენ გავიგეთ, რა პრობლემებს აწყდებიან ჟურნალისტები ნარკომანიასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას და ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ რეკომენდაციები, გავუზიარეთ გამოცდილება. სახელმძღვანელო, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა, საკმაო ინფორმაციას და რჩევებს შეიცავს. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და შედეგიც შესაბამისი იქნება.

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2009.06.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006