logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მთავრობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის აკრძალვაზე უარს აცხადებს

საქართველოს მთავრობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის აკრძალვაზე უარს აცხადებს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განმარტა, რომ აკრძალვას აზრი არ აქვს, რადგან ბიოლოგიური საზღვრების გაკონტროლება შეუძლებელია. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რომ გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილებოდეს და რეგიონის მასშტაბით ხდებოდეს, მაშინ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საქართველოში შემოტანის აკრძალვას აზრი ექნებოდა.
ხუროშვილი გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირებას ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ მარკირების ამისთვის საჭიროა ახალი საბაჟო კოდები და რაც მთავარია, შესაბამისი ლაბორატორია და სპეციალისტები.
დადგენილების პროექტი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა გიორგი გოგუაძემ წარადგინა. პროექტი  გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირებას, ხოლო ასეთი ორგანიზმების ქვეყანაში შემოტანის აკრძალვას ითვალისწინებს. 
პროდუქციის მარკირების აუცილებლობას დეპუტატი მოსახლეობის ინფორმირებით და მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილებით ხსნის. რაც შეეხება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანას, მისი აკრძალვა ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი. მთავრობისგან განსხვავებით, კომიტეტის წევრები გოგუაძის მოთხოვნას მთლიანად იზიარებენ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებადაც მზად არიან.
„ბიოკოდექსის“ დამფუძნებელი გიორგი ბარამიძე გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციას არ იზიარებს. ბარამიძე ამბობს, რომ საკმარისია საქართველომ გენმოდიფიცირებულ ცოცხალ ორგანიზმებზე აკრძალვა დააწესოს, რეგიონის მასშტაბით არსებული ქვეყნები იძულებული იქნებიან იგივე გადაწყვეტილება მიიღონ.
“რაც შეეხება მარკირებას, კანონში ამ დეტალის შეტანისათვის 7 კანონში, მათ შორის საბაჟო კოდექსსა და გარემოს დაცვის შესახებ არსებულ კანონებში ცვლილებებია შესატანი, ლაბორატორიის ჩამოყალიბება კი დიდი პრობლემას არ წარმოადგენს”–ამბობს ბარამიძე.
ანტიკრიზისული საბჭოს წევრი ზურაბ ტყემალაძე კი მთავრობას გენმოდიფიცირებული პროდუქციის ლობირებაში ადანაშაულებს.
გია ხუროშვილი ამბობს, რომ მთავრობა გენმოდიფიცირებული პროდუქციის ლობირებას არ ახდენს. „ჩვენ ვლობირებთ მხოლოდ იმას, რომ ქვეყანა ეკონომიკურ იზოლაციაში არ მოექცეს და პროდუქციაზე ფასები არ გაძვირდეს. მთავრობამ დამატებითი დრო მოითხოვა, რომ ეს საკითხი ექსპერტებთან ერთად გავიაროთ და ოპტიმალურ ვარიანტზე შევჯერდეთ”–ამბობს ჩვენთან საუბარში გია ხუროშვილი.

http://www.commersant.ge

2009.06.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006