logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განახლებული და შესწორებული საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდება. ამ საკითხზე იმსჯელეს დღეს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის სასესხო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2002 წლის 8 ნოემბერსა დაიდო, რომლის მიხედვით ასოციაცია თანახმა იყო სესხი გაეცა 16 მილიონი სდრ-ს ოდენობით, რაც 20 მილიონ ამერიკულ დოლარს შეესაბამებოდა. დოლარის კურსის შემდგომმა ცვლილებამ ხელშეკრულების შესწორება განაპირობა. როგორც სხდომაზე ითქვა, ნაშთი 6 მილიონ სდრ-ს შეადგენს, რაც ცხრანახევარი მილიონი დოლარის ექვივალენტია და პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემის გაძლიერებას და ჯანდაცვის სექტორის რეფორმას მოხმარდება. შესაძლებელი გახდება არსებული სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვაში ფული ძირითადად მედპერსონალის გადამზადებისთვის უნდა იხარჯებოდეს. "უკეთესს, ვიდრე სოფლის ექიმების პროფესიული გადამზადებაა, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ",- აღნიშნა მან.

დღესვე, კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრი გიორგი გოგუაძე საქართველოს ტერიტორიის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანით საფრთხე ემუქრება როგორც კულტურულ, ასევე ველურ ფლორასა და ფაუნას. "მცენარეთა ის უნიკალური ჯიშები, რომლითაც განთქმულია ჩვენი ქვეყანა, თანდათან გადაშენდება. ნამდვილ, ნორმალურ ხორბალსა და გენმოდიფიცირებულ კულტურებს შორის ქარით ურთიერთდამტვევრვის შედეგად მიღებული ჰიბრიდიც უკვე გენმოდიფიცირებულია",- აღნიშნა გიორგი გოგუაძემ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტების მარკირების პროცესი საქართველოში დროულად უნდა დაიწყოს, რადგან მომხმარებელმა გარკვევით იცოდეს, რა სახის პროდუქტი შეიძინა და რამდენად უსაფრთხოა იგი მისი ჯანმრთელობისთვის. სხდომაზე ისიც გაჟღერდა, რომ ნატურალური და გენმოდიფიცირებული პროდუქტების ფასები ერთმანეთისგან ბევრად არ განსხვავდება.

"ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის" მოთხოვნათა პრაქტიკული ხორცშესხმის მიზნით, 2000 წლის 29 იანვარს მიღებულია "ბიომრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმი". გიორგი გოგუაძის განმარტებით, ეს ოქმი მსოფლიოში ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც სიფრთხილეს იჩენს ნებისმიერი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებისას. "ამ სიფრთხილეს სწორედ ის განაპირობებს, რომ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეუძლიათ უარყოფითად იმოქმედონ ქვეყნებისა და რეგიონების მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე",-აღნიშნა გიორგი გოგუაძემ.

http://www.parliament.ge

2009.06.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006