logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქართველი მედიკოსების წარმატება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრს, როგორც საუკეთესო ინფექციური პროფილის დაწესებულებას, მიანიჭა Dr. LEE Jong-wook-ის 2009 წლის მემორიალური პრემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგში.
შიდსის სამეცნიერო ცენტრს დიდი აღიარება მიულოცა საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელიზაბეტ რულოვსმა. მან აღნიშნა, რომ ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ასამბლეამ 58 ქვეყანას შორის უპირატესობა სწორედ საქართველოს მიანიჭა და უმაღლესი პრიზით დააჯილდოვა.
საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ ილაპარაკა იმ ტრადიციებსა და მიღწევებზე, რამაც განაპირობა ჯილდოს გადაცემა. მისი თქმით, ეს ახალი პრემიაა და უკავშირდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის დოქტორ ლიის სახელს. დირექტორის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი, რომელმაც დააწესა ხსენებული მემორიალური პრემია და ფულადი ჯილდო 85 ათასი აშშ დოლარი. ეს პრემია ენიჭებათ პიროვნებებს ან დაწესებულებებს მედიცინის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (სამეცნიერო კვლევები, პრაქტიკული საქმიანობა ).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წლეულს დაწესებულ 5 პრემიას შორის დოქტორ ლიის სახელობის მემორიალური პრემია ყველაზე მაღალი ჯილდო იყო, რომელიც საქართველოს ერგო. ბატონი თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს პრემია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას არ მიუღია. ნობელის პრემიის შემდეგ ის რანგით მეორე პრემიაა მსოფლიოში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა საამაყო და სასიხარულო უწოდა ამ ჯილდოს. ამავე ფორუმზე კიდევ ერთი პრემია მიიღო საქართველოს რესპირატორთა ასოციაციამ. ერთი ქვეყნიდან ერთ წელს ზედიზედ ორი ორგანიზაციის წარმატება არავის რგებია წილად და ეს უპრეცედენტო შემთხვევააო, - დასძინა მინისტრმა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ ქართველ მედიკოსთა კიდევ ერთ წარმატებას გაუსვა ხაზი - თებერვალში ევროკავშირის ჯილდო "სიბრძნის მარგალიტი" მიენიჭა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამას, რომელსაც სანდრა რულოვსის პატრონაჟით ახორციელებს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, პროფესორი რემა ღვამიჩავა და თბილისის მერია.

თამარ შაიშმელაშვილი

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2009.06.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006